ისტორიაში პირველად – აღმოჩენილია ფეხმძიმე ქალის მუმია

აღმოჩენა პოლონეთში მოხდა.

ვარშავის ეროვნულ მუზეუმში აღმოაჩინეს მსოფლიოში პირველი დაბალზამირებული ფეხმძიმე ქალის მუმია. ეს ძველეგვიპტური მუმია მუზეუმის კოლექციაში ინახებოდა. მეცნიერებმა მისი შესწავლა გადაწყვიტეს.

თავდაპირველად არქეოლოგებს ეგონათ, რომ სახვევებში შეფუთული მუმია ქურუმ ჰორ-ჯეხუტის ეკუთვნოდა. მაგრამ, 2016 წელს მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მუმია ქალს ეკუთვნოდა. ახლა კი, ახალი დეტალები შეიტყვეს.

მუმიას რამდენიმე ტომოგრაფიული სკანირება, რენტგენის ფოტო და სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია ჩაუტარეს. თავდაპირველად რენტგენის ფოტოზე გამოჩნდა პატარა ტერფი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალი 26-28 კვირის ორსული უნდა ყოფილიყო. ნაყოფის სქესის დადგენა ვერ მოხერხდა.

“უცნობი მიზეზების გამო ნაყოფი არ იყო ამოღებული დედის სხეულიდან მუმიფიცირების დროს. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული ეს მუმია” – აღნიშნა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერმა ვოიცეხ ეისმონდმა.

გარდაცვლილი ქალი 20-30 წლის იყო. მისი სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ასევე უცნობია, რატომ იყო მისი მუმია ძველეგვიპტელი ქურუმის სარკოფაგში.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ქსოვილში ქალის სისხლის კვალია. კვლევების შემდეგ ეტაპზე მეცნიერები სისხლის ანალიზს გეგმავენ. ამით შესაძლოა სიკვდილის მიზეზი დადგინდეს, რადგანაც სისხლში არსებული ტოქსინები კონკრეტულ დაავადებაზე მიუთითებენ. ამის დადგენა დღევანდელ დღეს შესაძლებელია.

9c99b9f315cc48de9441788857fece12.max-2000x1000

72db8dc5770841b3b9771ddc63400533.max-2000x1000

347a7f5423624143b2bb3748bfa294ae.max-2000x1000

f78c27299d4e46ca895d5af46287853b.max-2000x1000

f5ce939ad0df49339c4b6331f6f2f993.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*