იტალიაში აღმოჩენილია რომის პირველი იმპერატორის მარმარილოს თავი

ავგუსტუსს დამახასიათებელი გარეგნობა ჰქონდა.

იტალიის ქალაქ იზერნიაში, მშენებლების ჯგუფმა კარგად შემონახული მარმარილოს თავი იპოვეს. ამ ქვეყანაში მსგავსი აღმოჩენები იშვიათობა არ არის, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ყოველთვის ვერ ხერხდება და თანაც, მათ ყოველთვის არ აქვთ ისტორიული ღირებულება.

ამ შემთხვევაში სპეციალისტებს ეჭვიც არ შეპარვიათ: 2000 წლის წინანდელი ქალაქის კედლების ქვეშ რომის პირველი იმპერატორის, ავგუსტუსის სკულპტურის ან ბიუსტის ნაწილი იმყოფებოდა. მას ყოველთვის გამოსახავდნენ დიდი ყურებით და ვარცხნილობით “მერცხლის კუდი” – V-ს ფორმის გაყოფილი თმით, რომლის კიდეებში კულულები იყო.

ავგუსტუსმა მუდმივი არმია ჩამოაყალიბა და იმპერიის საზღვრები აფრიკამდე გააფართოვა. ის რომს მართავდა ძვ.წ. 27 წლიდან სიკვდილამდე, ახ.წ. 14 წლამდე. იზერნია მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო იტალიის ცენტრში. ეს სამნიტების ქალაქი იყო. რომმა ის ძვ.წ. 295 წელს დაიპყრო, მიწასთან გაასწორა და რომაულ ფორტპოსტად გადააკეთა. იულიუს კეისარმა და ავგუსტუსმა აქ კოლონიები დააარსეს. მანამდე, ძვ.წ. 90 წელს სამნიტებმა ქალაქი ცოტა ხნით უკან დაიბრუნეს.

ქანდაკების შექმნის ზუსტი თარიღი დაუდგენელია, მაგრამ მოყვანილობით ის პრიმა-პორტას ცნობილ ცნობილ ქანდაკებას ჰგავს. ის ძვ.წ. 20 წელს მიეკუთვნება. ეს, იმ პერიოდში, რომაელების ამ ქალაქში ყოფნის უტყუარი საბუთია.

იზერნიის უძველესი ქალაქის კედლები სერიოზულ რემონტს საჭიროებენ. მარმარილოს თავი ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევის შემდეგ აღმოაჩინეს. ქანდაკების ეს ფრაგმენტი იზერნიის მუზეუმში, Santa Maria Delle Monache-ში გამოიფინება.

180287028_2920204461567331_3729906183817580700_n

180338692_2920204514900659_3227982465583637902_n

Leave a comment

Your email address will not be published.


*