იუპიტერის ახალი ფოტოები: ისინი პლანეტის ატმოსფეროზე მოგვითხრობენ

კოსმოსური ტელესკოპ “ჰაბლიდან” და ობსერვატორია “ჯემინი-ნორტიდან” მიღებული ფოტოები იუპიტერის ატმოსფეროს ტურბულენტობის დეტალებს ამჟღავნებენ. ისინი დაეხმარებიან მეცნიერებს გაზის გიგანტის შტორმების წარმოშობის მამოძრავებელი ძალების დადგენაში.

მეცნიერებმა დაამუშავეს ტალღების ინფრაწითელ, ხილულ და ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაღებული ფოტოები და გაზის გიგანტის სხვადასხვა ღრუბლების პარალელური შედარება მოახდინეს.

სხვადასხვა სიგრძის ტალღებზე პლანეტის სხვადასხვა გარეგნული იერი ასტრონომებს აძლევს იუპიტერის ატმოსფეროს შესწავლის ახალ შესაძლებლობებს. მაგალითად, ხილული სინათლე იუპიტერის ატმოსფეროს ზედაპირზე დეტალების დანახვის საშუალებას იძლევა. თუმცა, პლანეტის ღრუბლების ფენების სისქის დადგენა შეუძლებელია.

როცა ჩვენ პლანეტას ინფრაწითელ სინათლეში ვუყურებთ, კაშკაშა ოქროსფერი ზოლები უფრო თხელ ღრუბლებზე მიუთითებენ. ასეთი ღრუბლები ატმოსფეროში სითბურ ენერგიას ატარებენ.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დიდი წითელი ლაქა, გიგანტური სუპერ-შტორმი, ძალიან კარგად ჩანს ხილული და ულტრაიისფერი სინათლის დიაპაზონში. ამავე დროს, ის თითქმის ერწყმის ინფრაწითელი დიაპაზონის ფონს. ამასთან, იუპიტერის ღრუბლების ზოლები სამივე გამოსახულებაზე ძალიან კარგად ჩანან.

ტალღის სიგრძის სამივე ტიპის შედარება გვიჩვენებს, რომ დიდი წითელი ლაქა ინფრაწითელ გამოსახულებაზე უფრო დიდი ჩანს, ვიდრე ხილული სინათლის გამოსახულებაზე. ეს შეუსაბამობა გამოწვეულია იმით, რომ თითოეული სხვადასხვა მეთოდი იუპიტერის ატმოსფეროს სხვადასხვა თვისებებს ასახავს.

ულტრაიისფერი გამოსახულება მეცნიერებს დაეხმრება ატმოსფერული ნაწილაკების განაწილების და სიმაღლის კვლევაში. მაგალითად, მაღალი ფენები უფრო წითლად ჩანან ულტრაიისფერი სხივების შთანთქმის გამო, მაშინ, როცა უფრო ლურჯი უბნები ასე ჩანან უფრო დაბალ სიმაღლეზე ულტრაისფერი სინათლის არეკვლის გამო.

ეს გამოსახულებები იუპიტერის ატმოსფეროში ქრომოფორების თავმოყრის ადგილების დადგენას უწყობენ ხელს. ქრომოფორები, ეს ის ნაწილაკებია, რომლებიც დიდ წითელ ლაქაში სწორედ იმ წითელ ფერს იძლევიან.

2021 წლის იანვარში NASA-მ გააკეთა განცხადება, რომ Juno-ს მისია კიდევ ხუთი წლით გაგრძელდება და ის 2025 წლის სექტემბრამდე იმუშავებს.

2016 წელს იუპიტერის ორბიტაზე მოხვედრის შემდეგ, კოსმოსურმა აპარატმა Juno-მ იუპიტერის შესახებ მეცნიერებს იმდენი მასალა გამოუგზავნა, რომ მათ შესწავლას რამდენიმე წელი დასჭირდება.

ab555700905c4478af6b26c3509e95bb.max-2000x1000

3dcd30e251ea481d8f9ace3e7acf9bf0.max-2000x1000

262f9a698c7449048343bb68420bf3c0.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*