იუპიტერის დაპირისპირება – მარტის მთავარი ასტრონომიული მოვლენა

2016 წლის 8 მარტს იშვიათი ასტრონომიული მოვლენა მოხდება – იუპიტერის დაპირისპირება. ამ მოვლენის პერიოდულობა 13 თვეა.

იუპიტერი მზის სისტემის მეხუთე და უდიდესი პლანეტაა. ჩვეულებრივ დროს მისი დანახვა სპეციალური აპარატურის გარეშე რთულია. თუმცა 13 თვეში ერთხელ ხდება ე. წ. “დაპირისპირება”.

ეს არის მზის სისტემის ციური სხეულის ისეთი მოძრაობა, როცა მისი და მზის ეკლიპტიკური გრძედის სხვაობა 180°–ია. ანუ სხეული მდებარეობს “მზე–დედამიწის” ხაზის გაგრძელებაზე და კარგად მოჩანს დედამიწიდან მზის საპირისპირო მიმართულებით.

უახლოესი მოვლენა 8 მარტს მოხდება. ამ ღამეს მისი მანძილი დედამიწამდე 664 მილიონ კილომეტრს შეადგენს. იგი სიკაშკაშით მესამე ობიექტი გახდება ვენერასა და მთვარის შემდეგ და შესაძლებელი გახდება მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით. მცირე ბინოკლით კი შესაძლებელი გახდება მისი თანამგზავრების იოს, ევროპას, განიმედის და კალისტოს დანახვა. ღამით იუპიტერი მიაღწევს ყველაზე მეტ სიმაღლეს ჰორიზონტის თავზე შუარამისას ის კიდევ რამდენიმე ხანი იქნება შესამჩნევი.

12 წელიწადში ერთხელ კი ხდება იუპიტერის დიდი დაპირისპირება, როცა პლანეტა თავისი ორბიტის პერიჰელიის ახლოს მდებარეობს. ამ დროს მისი სიკაშკაშე და ხილვის ხარისხი მაქსიმუმს აღწევს. მომდევნო დიდი დაპირისპირება 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდება.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*