იუპიტერის ღრუბლების არამიწიერი სილამაზე

“იონონას” მისიის ახალი გამოსახულება.

ეს გამოსახულება იუპიტერის დამუშავებული სურათია, რომელიც 2019 წლის 12 თებერვალს აპარატმა “იუნონამ” გადაიღო. ამ დღეს ზონდი გაზის გიგანტს მეთვრამეტედ მიუახლოვდა ყველაზე ახლო მანძილზე. ფოტოს გადაღების მომენტში “იუნონა” იუპიტერის ღრუბლებიდან 13 000 კილომეტრში მდებარეობდა. გამოსახულება გვიჩვენებს ნაკადისებურ დინებას სახელწოდებით Jet N6.

ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური “იუნონა” NASA-მ 2011 წლის აგვისტოში გაუშვა. 2016 წელს აპარატი იუპიტერის გარშემო ორბიტაზე გავიდა და მას შემდეგ გაზის გიგანტის შესწავლას აგრძელებს. მისია 2021 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*