იუპიტერის ღრუბლები და ქარიშხლები: ფოტო “იუნონასგან”

გაზის გიგანტის ატმოსფერო უფრო მრავალფეროვანი და მოცულობითია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

იუპიტერის ატმოსფერო სხვადასხვა სიმაღლეზე არსებული ფერადოვანი და ქაოტური ქარიშხლებისგან და ნაკადებისგან შედგება. მაგ: I ფოტოზე ღრუბლების კაშკაშა ლაქები უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე მათ გარშემო არსებული ქარის ხვეულები. ატმოსფეროს მკვეთრი ქვედა ზღვარი არ აქვს – ტროპოსფერო გადადის თხევადი წყალბადის ოკეანეში. პლანეტას მყარი ზედაპირი არ აქვს. ითვლება, რომ ის მთავრდება 100 კ. პა. წნევის მქონე წერტილში.

იმის მიუხედავად, რომ იუპიტერის ღრუბლების ფენა მხოლოდ 50 კილომეტრია, მისი ეკვატორული ფენები უფრო ღრმაა. ეკზოსფერო გადადის პლანეტათაშორის სივრცეში ზედაპირიდან 5 ათასი კილომეტრის მანძილზე. ამის გამო იუპიტერის ატმოსფერო მზის სისტემაში უმსხვილესია.

0f2bd28538424e28a90d91437912be85.max-2000x1000

68bddda5c60c4440911a7afe7aaf235f.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*