იშვიათი, ორმაგი მიწისძვრა აშშ–ში

იმის ალბათობა, რომ ერთი და იმავე ადგილზე მიწისძვრა წარმოიქმნას 5%–ია, მაგრამ სწორედ ამ მოვლენას ჰქონდა ადგილი აშშ–ში.

4 ივლისს, სამხრეთ კალიფორნიაში, მოჰავეს უდაბნოში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მას უფრო სუსტი მიწისქვეშა ბიძგების სერია მოჰყვა. ალბათობა იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იმავე ადგილას კიდევ ერთი, თანაც უფრო მძლავრი ტალღა დაარტყამს, 5%–ს შეადგენს.

5 ივლისს იმავე ადგილას მოხდა ახალი მიწისძვრა, უკვე 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის.

ამერიკელმა მეცნიერებმა გააანალიზეს მოვლენის შედეგები და გაარკვიეს, რომ მძლავრმა, ორმაგმა მიწისძვრამ სამხრეთ კალიფორნიაში ნაპრალების რთული ქსელი წარმოშვა, რაც კიდევ უფრო ართულებს რეგიონის სერიოზულ სეისმურ სიტუაციას.

ნაპრალების ქსელი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკულ ფილაზე, რომელიც წყნარი ოკეანის ფილას ეჯახება. აქ მრავალი ნახეთქი არსებობს. ბევრი მათგანი დიდ სიღრმეზე მდებარეობს და მეცნიერებს ისინი შესწავლილი არ აქვთ.

ნაპრალები ერთმანეთს სხვადასხვა კუთხით კვეთენ. ორმაგმა მიწისძვრამ კი, მთის ქანების გადაადგილება გამოიწვია, ერთდროულად ორი პერპენდიკულარული ნაპრალის გასწვრივ.

ეს თავის მხრივ ძალიან უჩვეულო მოვლენაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ასეთი რთული გეოლოგიური ქსელი მეცნიერებს ძალიან ურთულებს მიწისძვრების პროგნოზირებას არა მხოლოდ სამხრეთ კალიფორნიაში, არამედ უფრო ვრცელ ტერიტორიებზე.

ამას გარდა, ახალი მიწისძვრები ხდება არა მხოლოდ სან–ანდრეასის ნაპრალის გასწვრივ, როგორც ადრე, არამედ უკვე აღმოსავლეთ–კალიფორნიული ძვრის ზონაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*