კამერა HiRISE-მა მზის სისტემის ყველაზე დიდი კანიონი გადაიღო

მეცნიერებმა მარინერის ველის ერთ-ერთი მონაკვეთის ფოტო გამოაქვეყნეს.

მისია Mars Reconnaissance Orbiter-ის თანამშრომლებმა ახალი ფოტო წარმოადგინეს. მისია მრავალფუნქციური პლანეტათაშორისი ავტომატური სადგურია, რომელიც მარსს იკვლევს. ფოტო გადაიღო კამერა HiRISE-მა, რომელიც ღრმა კოსმოსში გაშვებული ყველაზე დიდი ტელესკოპია.

ფოტოზე გამოსახულია ტიტონის კანიონი, რომელიც მარინერის ველის ნაწილია. ეს არის კანიონების ყველაზე მსხვილი სისტემა მზის სისტემაში. მარინერის ველი განთქმულ დიდ კანიონს სიგრძეში 10-ჯერ აღემატება, სიგანეში 20-ჯერ და სიღრმეში – 7-ჯერ.

მეცნიერები ჯერ კიდევ მსჯელობენ მარინერის ველის წარმოშობის შესახებ. ერთი, ყველაზე შესაძლო ახსნა არის, რომ კანიონების სისტემა წითელი პლანეტის ცვალებად დახრის კუთხესთან არის დაკავშირებული.

ჩვენ ვიცით, რომ მარსის ღერძის დახრა ისეთი სტაბილური არ არის, როგორც დედამიწის. ის წარსულში 10-დან 60 გრადუსამდე მერყეობდა. ყველაზე დიდმა დახრამ, შესაძლოა მარსის წყლის ყინულის გარკვეული რაოდენობის დნობის პროვოცირება მოახდინა. თუმცა, ეს თეორია ჯერ დამტკიცებული არ არის.

მეცნიერების აზრით, ამის გასაგებად ყველაზე კარგ შანსს ყინულის ლოდების, მტვრის ან ქვიშის გროვების პოვნაა, რომლებიც დახრის ცვლილების მრავალი ციკლის განმავლობაში დაგროვდნენ.

ამ დანალექების ქიმიურმა, მინერალოგიურმა და იზოტოპიურმა ცვლილებებმა შესაძლოა წარსულში პლანეტის კლიმატის ცვლილების საიდუმლოს გასაღები მოგვცენ.

მარსის ნალექების ფენების სისქე თითქმის ერთნაირია: ისინი ორბიტიდან ჩანან და იმ დანალექების ანაბეჭდებს წარმოადგენენ, რომლებიც ღერძის დახრის ცვლილების მრავალ ციკლს აფიქსირებენ. ეს დანალექების ფენები მუქ და წითელ ზოლებს წარმოადგენენ. ისინი ფოტოზე დაკვირვების ცენტრზე დიაგონალით გადიან.

გამოსახულების შემდგომმა ანალიზმა შესაძლოა გვიჩვენოს, ნამდვილად აფიქსირებენ თუ არა დანალექების ეს ფენები მარსის კლიმატის ცვლილების და პლანეტის ღერძის უძველესი დახრის კუთხის კავშირს.

f1a285726efb4e29acfac1d18ad8326e.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*