კარგი სიახლე NASA–სგან: შემდეგ თვეს ასტეროიდი დედამიწას არ გაანადგურებს

მსოფლიოსnasa-asteroid-mission-02-130410 შეუძლია ამოისუნთქოს. გიგანტური ასტეროიდი არ შეეჯახება დედამიწას, NASA ყოველგვარ ონლაინ ჭორს აქარწყლებს.

მრავალი ჟურნალი და საინფორმაციო საიტი იუწყებოდა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში დიდი ასტეროიდი ჩამოვარდებოდა პუერტო რიკოსთან ახლოს და გამოიწვევდა რეგიონის სრულ განადგურებას.

“არ არსებობს მეცნიერული საფუძველი, არავითარი მტკიცებულება, რომ ასტეროიდი ან ნებისმიერი სხვა ციური სხეული რაიმე გავლენას მოახდენს დედამიწაზე იმ პერიოდისთვის”. – განაცხადა რეაქტიული ლაბორატორიის მენეჯერმა – პოლ ჩოდასმა.

ლაბორატორიამ განმარტა, რომ ყველა ცნობილი საშიში ასტეროიდის საფრთხე მხოლოდ 0,1 %–ია მომდევნო 100 წლის განმავლობაში.

NASA–მ აღნიშნა, რომ თეორიტიკოსებმა მსგავსი პროგნოზები წარსულშიც გააკეთეს, მათ შორის მაიას კალენდრის წინასწარმეტყველება 2012 წელს, რაც არ იყო გამყარებული მეცნიერულად და ტყუილი აღმოჩნდა.

news.discovery.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*