“კასინიმ” ტიტანის სამხრეთ პოლუსზე შემზარავი ყინულის ღრუბელი აღმოაჩინა

NASA–ს კოსმოსური აპარატის “კასინის” ახალმა დაკვირვებებმა, სატურნის თანამგზავრ ტიტანის სამხრეთ პოლუსზე გამოავლინა ზამთრის დადგომა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი, გაყინული ნაერთების შემზარავი ღრუბელი, რომელიც ტიტანის სტრატოსფეროსა და ტროპოსფეროს შორის – სტაბილურ ატმოსფერულ რეგიონში მდებარეობს.

converted PNM file

2012 წელს გადაღებული ფოტო

“კასინის” კამერამ უკვე გადაიღო ამ შთამბეჭდავი მოლივლივე ღრუბლის სურათები, ტიტანის სამხრეთ პოლუსზე, დაახლოებით 3000 კილომეტრის სიმაღლეზე. თუმცა ეს ღრუბელი, რომელიც პირველად 2012 წელს გამოჩნდა, აისბერგის მწვერვალი აღმოჩნდა. ბევრად უფრო მასიური ყინულის ღრუბლის სისტემა აღმოჩენილია ტიტანის ქვედა სტრატოსფეროში, 200 კილომეტრის სიმაღლეზე.

ახალი ღრუბელი “კასინიმ” გამოავლინა ინფრაწითელი ინსტრუმენტის დახმარებით – კომპოზიტური ინფრაწითელი სპექტომეტრი (CIRS), რომელიც იღებს პროფილებს ატმოსფეროს უხილავ თერმულ დიაპაზონში. ეს რრუბელი არის დაბალი სიმკვრივის, დაახლოებით დედამიწის ნისლის მსგავსი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში “კასინიმ” რამდენჯერმე დააფიქსირა, ტიტანის სამხრეთ პოლუსზე შემოდგომიდან ზამთარზე გარდამავალი პერიოდი. ტიტანის სეზონი გრძელდება დაახლოებით 7–1/2 წელიწადს დედამიწის კალენდრით. შესაბამისად, 2017 წელს, როდესაც “კასინი” დაასრულებს მისიას, იქ ზამთარი იქნება.

“როდესაც ჩვენ შევხედეთ ყინულის ღრუბლის ინფრაწითელ მონაცემებს, ყველანი გაოცებული დავრჩით, აქამდე მსგავსი რამ არასოდეს გვინახავს” – განაცხადა NASA-ს კოსმოსური ფრენის ცენტრის ხელმძღვანელმა კერი ანდერსონმა.

ტიტანის პოლუსზე ყინულის ღრუბლები დედამიწის წვიმის რრუბლის მსგავსად არ ფორმირდება. წვიმის ღრუბლების წარმოქმნა დედამიწის ზედაპირიდან წყლის აორთქლებით და შემდეგ ცივ ჰაერთან შეტაკებით ხდება. ტიტანის პოლარული ღრუბლები ფორმირდებიან ატმოსფეროში ძალიან მაღლა და გადიან განსხვავებულ პროცესს. პოლუსიდან ატმოსფეროში გადაადგილდებიან აირის ნაკადები და იქ ხდება ცირკულაცია. სხვადასხვა ტემპერატურის სხვადასხვა აირები კონდენსირდებიან, რის შედეგადაც მთელ სიმაღლეზე წარმოიქმნება ღრუბლის ფენა.

“კასინი” სატურნთან 2004 წელს მივიდა, მაშინ, როდესაც ტიტანის სამხრეთ პოლუსზე ზამთარი იყო. ჩრდილოეთ პოლუსზე უკვე გაზაფხული დგებოდა და ამ დროს ყინულის ღრუბლები გაქრობას იწყებენ. იმავდროულად, სამხრეთ პოლუსზე ახალი ღრუბლები იწყებენ ჩამოყალიბებას. ტიტანის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლების ზრდა მიუთითებს მათი ცირკულაციის ცვლილებაზე.

converted PNM file

ზამთარი ტიტანის სამხრეთ პოლუსზე, 2013 წლის ფოტო.

“ტიტანის სეზონური ცვალებადობის გაგრძელება ნამდვილად გასაოცარია” – განაცხადა “კასინის” მკვლევარმა სკოტ ედგინგტონმა. “კასინი თავისი მძლავრი ინსტრუმენტებისმეშვეობით გააგრძელებს ტიტანის სეზონების კვლევას 2017 წლამდე, სანამ ის მისიას არ დაასრულებს” –დაამატა მან.

პოლარული ღრუბლების ზომა, სიმაღლე და შემადგენლობა მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ ტიტანის ზამთრის ბუნება და სიმკაცრე. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტიტანის სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურა მინიმუმ –150°C უნდა იყოს.

ახალი ღრუბელი ნაპოვნის სტრატოსფეროს დაბალ რეგიონში, სადაც ტემპერატურა ძალიან დაბალია. მისი ყინულის ნაწილაკები შედგება სხვადასხვა ქიმიური ნაერთებისგან: წყალბადის, ნახშირბადის და აზოტისგან.

“ტიტანის ზამთრის ადრეულ ეტაპზე ნახვა ძალიან საინტერესოა. ჩვენი მონაცემები გვეუბნება, რომ ტიტანის სამხრეთ პოლუსზე ზამთარი უფრო მკაცრია, ვიდრე ჩრდილოეთ პოლუსზე” – განაცხადა რობერტ სამუელსონმა, რომელიც ანდერსონთან მუშაობს.

მისია კასინი–ჰიუგენსი NASA-ს, ESA-ს და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტია.

nasa.gov–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*