კენიაში ლომები მოწამლეს

კენიის ნაკრძალ მასაი–მარაში მოწამვლისგან ორი ლომი მოკვდა, რამდენიმე ცხოველი კი სპეციალისტებმა გადაარჩინეს. საწამლავი ძროხის ლეში იყო, რომელიც მტაცებლების საცხოვრებელ არეალში იყო დატოვებული.

მეცნიერები იკვლევენ დაცულ ტერიტორიაზე 5 სექტემბერს მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს. ლომებს ძროხის ლეში შეხვდათ, რომელიც მოწამლული იყო ტოქსიკური პესტიციდით – კარბოფურანით. მოკვდა ორი სვავიც, რომლებიც ხორცს კენკავდნენ.

17 წლის ძუ ლომი ბიბა, ქაფით პირზე და გაძნელებული სუნთქვით დილით იპოვეს ზედამხედველებმა. ის ვერ გადაარჩინეს. მკვდარი ნახეს კიდევ ერთი ლომი. დაკარგულად ითვლება კიდევ ერთი ძუ სიენა და ორი ხვადი ლომი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ეს ცხოველები მარტო მასაი–მარას ბინადრები კი არ არიან, არამედ პოპულარული ტელეპროგრამის Big cat Diary-ს მონაწილეები არიან. ეს პროგრამა მთელ მსოფლიოში – ინდოეთიდან კანადამდე გადაიცემა. ფეისბუქზე მათ “საკუთარი” გვერდი აქვთ.

8 დეკემბერს სამი ეჭვმიტანილი ადამიანი დააკავეს. თუ მათი დანაშაული დადასტურდა, მათ 8 200 000 დოლარის ჯარიმა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

აფრიკაში ბრაკონიერები სულ უფრო ხშირად იყენებენ საწამლავს ცეცხლსასროლი იარაღის ნაცვლად. გლეხებიც პირუტყვის დასაცავად ხოცავენ მტაცებლებს.

National Geographic-ი სიტუაციას ჩაკეტილ წრეს აფარებს. ადგილობრივ მასაებს ხელისუფლება სუფსიდიებს უხდის ტურიზმის განვითარებისთვის. მათ მიწები და ველური ბუნება უნდა შეინახონ, მაგრამ აღებული ფულით მასაები ზრდიან თავიანთი შინაური პირუტყვის რაოდენობას, რომელსაც საძოვრები აღარ ყოფნით. შედეგად ძროხები ნაკრძალის ტერიტორიებზე შედიან, სადაც მტაცებლების თავდასხმის მსხვერპლნი ხდებიან. მათ კი თავისი მხრიდან ფერმერები ანადგურებენ.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*