კენიაში ნაპოვნია ინსტრუმენტები, რომლებიც ადამიანის მოდგმაზე ძველია

ეს აღმოჩენა ეკუთვნის იერუსალიმის არქეოლოგიის უნივერსიტეტის ისრაელელ მეცნიერებს კენიის ლომეკვის რაიონში.

გათხრების დროს მათ იპოვეს ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც შედგება ქვის ჩაქუჩებისგან, გრდემლებისგან, გასაპრიალებელი ქვებისგან და სხვა. სპეციალისტების შეფასებით, აღმოჩენილის ასაკი 3 მილიონ 300 ათასი წელია. ეს კი მთელი 700 ათასი წლით მეტია Homo–ს მოდგმაზე (მას მიეკუთვნება ყველა ადამიანი).

ამდენად, ისრაელელი მეცნიერების მიერ ნაპოვნი ინსტრუმენტები ყველაზეძველია მთელი არქეოლოგიის ისტორიის მანძილზე.homebannerimg6

წინა აღმოჩენა მიეკუთვნება Homo habilis (ხელმარჯვე ადამიანი) – მაღალიგანვითარების პერიოდს. ეს დაახლოებით 2 მილიონ 600 ათასი წელია.

კენიაში აღმოჩენილი ინსტრუმენტები აშკარად უფრო ძველ კულტურას მიეკუთვნება. შესაძლოა ადამიანის სხვა სახეობას, რომელსაც სახელი ჯერ არ მინიჭებია.

National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*