კიდევ სად შეიძლება დედამიწაზე ვარსკვლავების დანახვა

იტალიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარების დასკვნით, დედამიწის მოსახლეობის 80% ვერ ხედავს ნამდვილ ცას. მათ შეადგინეს პლანეტის სინათლის დაბინძურების ატლასი.

რუკაზე შავად აღნიშნულია ადგილები, სადაც ანთროპოგენური ნათებით ხელშეუხებელი ღამის ცის დანახვაა შესაძლებელი. ლურჯი ფერით – ის ადგილები, სადაც ღამით ჩვეულებრივზე მეტად ანათებს სიბნელე. მწვანე ფერი აღნიშნავს ადგილებს, სადაც 8–დან 50%–მდე ნათელია ღამე. ყვითელი ზონა უჩვენებს, რომ აქ “ნატურალური ცა დაკარგულია”, მაგრამ ირმის ნახტომი ჯერ კიდევ ჩანს. წითელი ფერი ნიშნავს, რომ აქ ჩვენი გალაქტიკის დანახვა შეუძლებელია ყველაზე უღრუბლო ღამითაც კი. თეთრი უბნები კი ნიშნავს სიმკვეთრის ზღვარს, როცა ადამიანის თვალი ღამის რეჟიმიდან დღის რეჟიმზე გადაერთვება.

სინათლით დაბინძურება მავნე მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ვარსკვლავებს კარგად ვერ ვხედავთ. უფრო ნათელი ღამეები ღამის ცხოველებს (მაგ. ღამურებს) ხელს უშლის. ამ მოვლენას ფრინველები მიგრაციის დროის შეცდომაში შეჰყავს და დამღუპველია წყალქვეშა ეკოსისტემისთვის. ამას გარდა, სინათლით დაბინძურება ადამიანის ბიოლოგიურ რიტმზეც მოქმედებს და ზოგიერთი კიბოს დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

5bed89d22ed90286924e42b219a73581

სინათლით დაბინძურების პირველი ატლასი 2001 წელს შეიქმნა. მაშინ მეცნიერებმა მოყვარულების მიერ მოგროვებული მასალები გამოიყენეს.

2016 წელს კი გამოიყენეს თანამგზავრების მონაცემები და განათების შეფასების ზეზუსტი მოწყობილობები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*