კლეოპატრა და ნიანგი: კარიკატურა ბრინჯაოს მონეტაზე

ახალი ერას დასაწყისში, რომის კოლონია ნემაუზში, ჭრიდნენ მონეტებს პირველი იმპერატორის და ნიანგის გამოსახულებით. ეს ქალაქი დღეს საფრანგეთში ცნობილია ნიმის სახელით.

იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის და მისი მთავარსარდლის აგრიპას პროფილები, როგორც წესი, ავერსს ამშვენებენ. რევერსზე კი გამოსახულია პალმაზე მიჯაჭვული ნიანგი. “ფაქტი, რომ ეს კომპოზიცია რომის ეგვიპტეზე გამარჯვების სიმბოლოა, დიდი ხანია ცნობილია: სიტყვები “AEGYPTO CAPTA” ნიშნავს “ეგვიპტე დაპყრობილია” – ამბობს ნიმის ევროპის ინსტიტუტის ანთროპოლოგი პიერ ფრანსუა პუემი. თუმცა ეს აგრეთვე არის დამარცხებული მტრის, მარკუს ანტონიუსის კარიკატურა – სწორედ იგი არის ნიანგი, რომელიც დროულად ვერ მოწყდა თავისი საყვარლის, ეგვიპტის დედოფლის კლეოპატრა VII–ს კალთას. პალმა სწორედ კლეოპატრას განასახიერებს. ოქტავიანეს და აგრიპას ფლოტმა ძვ. წ. 31 წელს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა აქციუმის კონცხთან. ნიანგის კონტური ზუსტად იმეორებს ანტონიუსის გალერას კონტურს, ანტონიუსის ვერცხლის მონეტიდან.

ცნობილია ამ მონეტის კიდევ უფრო გროტესკული ვერსიები – ღორის კანჭებით. მარკუს ანტონიუსი ძალიან პოპულარული იყო ძველ რომში. ამიტომ პირველ იმპერატორმა არ იკმარა მხოლოდ მისი დამარცხება: იგი შეეცადა ცნობილი მხედართმთავრის და ტრიუმვირატში თავისი თანამებრძოლის კეთილი სახელის შებღალვას და წაშლას ისტორიიდან.

e8224f27c88ac56b1bf372494a4b56a0

Leave a comment

Your email address will not be published.


*