კნიდოსი: ანტიკური “სამეცნიერო ქალაქი”

თურქული ქალაქ ბოდრუმიდან კნიდოსი მდებარეობს ბორნით 2 საათის სავალზე. ის ცნობილია, როგორც ანტიკური “სამეცნიერო ქალაქი”.

აქ დაიბადა ხურ636c8ff2579cc87d813bcafa75ef8fb5ოთმოძღვარი სოსტრატე – ალექსანდრიის შუქურის ავტორი. მუშაობდა ასტრონომი და მათემატიკოსი ევდოქსი – მან პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე. ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი კნიდოსს მოიხსენიებს ქალაქად, “რომელიც აგებულია ყველაზე მშვენიერი ქალღმერთისთვის – აფროდიტესთვის, ყველაზე მშვენიერ ნახევარკუნძულზე”.

ქალაქის დაარსებიდან, ძვ. წ. VI საუკუნიდან დღემდე ნაგებობების უმეტესობა დანგრეულია, მათი საგანძური სამუდამოდ დაკარგულია. მაგრამ რამდენიმე ხნის წინ კნიდოსზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. 2016 წლის იანვარში ქალაქის ადმინისტრაციამ დაიწყო ადრე ნაპოვნი არქეოლოგიური საგანძურის სამშობლოში დაბრუნების კამპანია.

“საქმე ეხება ათასობით საგანს. ბევრი ქანდაკება დიდი ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. ყველაზე ცნობილებია კნიდოსის ლომის და ქალღმერთ დემეტრას მარმარილოს ქანდაკებები. ისინი ბრიტანეთის მუზეუმშია ლონდონში. ბევრი მათგანი არის ბოდრუმის და მარმარისის მუზეუმებში და რაც ყველაზე უარესია – ბევრი მათგანი მტვრიან საცავებშია მიყრილი. ჩვენ მოგვიწია ზოგიერთი მათგანის ასლის შექმნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ისინი არ დაავიწყდეს” – ამბობს მერიის კულტურის განყოფილების თანამშრომელი ოსმან აკინი.

მუზეუმის ასაგებად გამოყოფილია 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. კამპანიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ტურისტებს საშუალება მიეცემათ მეცნიერების ანტიკურ აკვანს ეწვიონ.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*