კოლუმბის გემის ღუზას კოსმოსში შედგენილი რუკით მიაგნეს

NASA-ს ასტრონავტმა გორდონ კუპერმა ათწლეულების “განძეულის რუკა” შეადგინა. მკვლევარებმა, რომლებიც რუკას მიჰყვებიან, განაცხადეს, რომ კარიბის ზღვაში, ტერკსისა და კაიკოსის კუნძულებთან აღმოაჩინეს ღუზა, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის ერთ–ერთ გემს უნდა ეკუთვნოდეს.

NASA-A0001_0122-Gordon-Cooper-spacesuit-world-map-smilingღუზა, რომელიც 680 კილოგრამამდე იწონის და 1492–1500 წლებშია დამზადებული, დაახლოებით 300 ტონა წყალწყვის გემზე იყო დამაგრებული. სწორედ ასეთებს აგებდნენ კოლუმბის ეპოქაში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის ხომალდს 1500 წელს, შტორმის დროს მოწყდა.

ასტრონავტმა გორდონ კუპერმა, რომელმაც 1963 წელს დედამიწას აპარატ Mercury-Atlas 9 (Faith 7)-ით ოცდაორჯერ შემოუფრინა, შეადგინა რუკა, რომელზეც პლანეტის ზედაპირზე შენიშნული მრავალი ანომალია დაიტანა. 40 წლის შემდეგ კი ეს რუკა ჩაძირული ხომალდების მაძიებელ დარელ მიკლოშს გადასცა. მიკლოში ამბობს, რომ გორდონი აშშ–ის “თავდაცვის დეპარტამენტის საიდუმლო მისიას” ასრულებდა. დღეს მიკლოში იმ ხუთ კოორდინატს იკვლევს რუკიდან, რომლებიც კოლუმბის ფლოტის მარშრუტზე დგას.Vicente_Yáñez_Pinzón

“განძეულის რუკის” შემდგენელი გორდონ კუპერი 2004 წელს პარკინსონის დაავადებით გარდაიცვალა. მიკლოში, რომელიც ახლოს იცნობდა კუპერს, ამბობს, რომ 2002 წელს ყოფილმა ასტრონავტმა რუკა მას პირადად გადასცა. ახლა ხომალდების მაძიებელი თავის აღმოჩენებს მეგობრის ხსოვნას უძღვნის. სხვათა შორის, დასტურდება ერთი ისტორიული ამბის ნამდვილობაც. კერძოდ, ის, რომ ტერკსისა და კაიკოსის კუნძულების აღმოჩენა ესპანელი მეზღვაურის, ვისენტე იანიეს პინსონის სახელთან არის დაკავშირებული. ის და მისი ძმა, მარტინ ალონსო პინსონი კოლუმბის ექსპედიციაში მონაწილეობდნენ – მარტინი და ვისენტე იყვნენ 1492 წელს, კოლუმბის პირველი მოგზაურობის დროს “პინტასა” და “ნინიას” კაპიტნები. ექვსი წლის შემდეგ, მესამე ექსპედიციისას, ვისენტე ოთხი კარაველათი ე. წ. მცირე ექსპედიციაში მონაწილეობდა. 1499–1500 წლებში მან ბრაზილია და მდინარე ამაზონი აღმოაჩინა.

1500 წლის გაზაფხულზე ვისენტე კოლუმბს ჰაიტიზე შეხვდა. მაგრამ იმავე წლის ივლისში, ტერკსისა და კაიკოსის კუნძულებთან, ვისენტეს ხომალდები შტორმში მოხვდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ შტორმში დაზიანების დროს უნდა დაეკარგა ესპანელთა ხომალდს ღუზა, რომელსაც დარელ მაკლიშმა მიაგნო.

35242ep102005

1493743468230

Leave a comment

Your email address will not be published.


*