კომეტის დამჭერები: ახალი კოსმოსური მისია

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ახალი პროგრამა აამუშავა.

მისიამ “კომეტების დამჭერის” სახელწოდება მიიღო. მისი მიზანია ხანგრძლივი პერიოდის კომეტა, რომელიც ოორტას ღრუბლიდან მოვა. ოორტას ღრუბელი მზის სისტემას აკრავს გარშემო. ამ უბნის არსებობა დამტკიცებული არ არის, მაგრამ თეორეტიკოსი ფიზიკოსები მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ოორტას ღრუბელი ყველა იმ კომეტის წარმოშობის ადგილია, რომლებიც ჩვენსკენ მოემართებიან.

მისიის ფარგლებში სამი აპარატი შეიქმნება, რომლებიც “დაიჭერენ” კომეტას, მას სხვადასხვა რაკურსით გადაიღებენ და შექმნიან ციური სხეულის 3D მოდელს.

მოკლეპერიოდის კომეტებისგან განსხვავებით, ხანგრძლივპერიოდიანი კომეტები მზის ირგვლივ ძალიან გაჭიმულ ორბიტაზე მოძრაობენ და მზის სისტემის უკიდურეს წერტილებში მიემგზავრებიან.

ESA–ს ასტროფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ ახალი მისია იმის საშუალებას იძლევა, რომ შეისწავლონ თუ რა ცვლილებებს განიცდიან კომეტები მზის სისტემაში მოგზაურობის დროს.

წინასწარი მონაცემებით, მისია 2028 წელს დაიწყება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*