კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ეგვიპტის ფარაონის სასტიკი მკვლელობა გამოავლინა

მეცნიერებმა დეტალურად აღწერეს ეგვიპტის მმართველის ტრანმვები, რომელიც 3500-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა.

ძვ.წ. 1591-1576 წწ. ძველ ეგვიპტეს მართავდა ფარაონი სეკენენრა ტაა II, რომლის შესახებაც ისტორიკოსებს რამდენიმე ცნობა მოეპოვებათ. ითვლება, რომ ის ებრძოდა ჰიქსოსებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან მოვიდნენ და ეგვიპტის ექსპანსია მოახდინეს.

მეცნიერები ასევე თვლიან, რომ სეკენანრა თავის დროზე იყო დაქორწინებული და სამეფო გადატრიალების დროს დაიღუპა. ფარაონის მუმია 1881 წელს აღმოაჩინეს დეირ-ელ-ბაჰრის სამალავში, სადაც ქურუმებმა მრავალი მმართველის ნეშტი მძარცველებისგან გადამალეს.

მეცნიერებმა მუმია 1886 და 1906 წლებში გახსნეს. მათ აღმოაჩინეს, რომ სეკენანრა ძალადობრივი სიკვდილით მოკვდა. 1960-იან წლებში ჩატარებული რენტგენული კვლევის შედეგად თავის ქალაზე ხუთი დაზიანება დააფიქსირეს. სხეულის სხვა ნაწილებზე ტრანმვის კვალი არ აღმოჩნდა.

ამასთან, როგორც ჩანს, ფარაონის ბალზამირება ნაუცბათევად ჩატარდა. სხეულის მომზადების დროს არ გამოიყენეს მარილი და არ ამოიღეს ტვინი, როგორც მიღებული იყო ეგვიპტური მუმიფიცირების კანონებით.

დიდი ბრიტანეთის ტისაიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევები ჩაატარეს კომპიუტერული ტომოგრაფიის (KT) გამოყენებით. მისი გამოყენებით იკვლევენ როგორც მყარ, ისე რბილ ქსოვილებს. KT-ს იყენებენ მედიცინაში პაციენტების დიაგნოსტირებისთვის, ასევე ის გამოიყენება სასამართლო მედიცინაში.

კვლევამ დაადასტურა, რომ ფარაონი სიკვდილის მომენტში 40 წლის იყო. ბალზამირების დროს მისი ტვინი არ ამოუღიათ. დადასტურდა თავის ქალის ძალადობრივი დაზიანებებიც – შუბლის მარჯვენა მხარეს ნაჭდევი ჭრილობა, მარჯვენა თვალის ზემოთ გამჭოლი ჭრილობა, ცხვირის და ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ლოყის ნაკვეთი ჭრილობა, მარჯვენა ყურის ზემოთ მოტეხილობა და მოტეხილობა თვალის ბუდის კედელზე.

მიყენებული ტრანმვები იმაზე მეტყველებენ, რომ მკვლელები ფარაონს ზემოდან დაესხნენ თავს: ისინი ან ამაღლებულ ადგილას იყვნენ ან ცხენებზე იყვნენ ამხედრებულები. შესაძლოა, სეკენანრა მუხლებზე იდგა და სახით მკვლელებისკენ იყო მოტრიალებული. KT-მ აჩვენა, რომ რამდენიმე თავდამსხმელმა სხვადასხვა იარაღი გამოიყენა.

მკვლევარებმა კიდურებზე ჭრილობების კვალი ვერ აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარაონი ხელებით დაცვას არ ცდილობდა. სავარაუდოდ, მას ხელები შეკრული ჰქონდა. ამაზე მათი არაბუნებრივი მდგომარეობა მეტყველებს – ისინი გვამური სპაზმებით არიან დაკრუნჩხულები. ამ პერიოდის სამეფო მუმიებს ხელები გულზე გადაჯვარედინებული ჰქონდათ. სეკენანრას შემთხვევაში, ბალზამირების დროს ეს ვერ მოხერხდა.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ბალზამირების მდგომარეობა სიჩქარით კი არ იყო გამოწვეული, არამედ სხეულის მდგომარეობით. ჩანს იმის კვალი, რომ ოსტატები შეეცადნენ სახის ტრანმვები მუმიფიცირებისთვის საჭირო მასალებით დაეფარათ, თუმცა საიდუმლოდ რჩება, თუ რატომ არ ამოიღეს ტვინი.

0c9588bf5f004f29a0d9e7d4ad096227.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*