კონსტანტინეპოლის დაცემა და ამის ასახვა ქართულ სინამდვილეზე

640px-Benjamin-Constant-The_Entry_of_Mahomet_II_into_Constantinople-1876

კონსტანტინეპოლის დაცემა

მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპაში განმანათლებლობის ეპოქა ძლიერდებოდა და კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა იწყებოდა, წინა აზიის ქრისტიანული ცივილიზაციის ფორპოსტი – კონსტანტინეპოლი დაეცა და ოსმალეთის აგრესორმა იმპერიამ რეგიონის ხალხებს ევროპასთან ურთიერთობის უკანასკნელი არტერია გადაუკეტა. საქართველოსთვის ეს იყო უდიდესი კულტურულ–პოლიტიკური მარცხი, რამაც მისი ისტორიული განვითარების მაგისტრალური ხაზი მნიშვნელოვნად შეცვალა, არსებითად მარტოდმარტო დატოვა უცხო, მუსლიმური გარემოცვის ოკეანეში.

გარკვეული დროის შემდეგ კი გამოირკვა, რომ სოციალურ–ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ამ მოვლენას ქვეყნისთვის რამდენადმე განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა. მან სამხრეთ კავკასია (და შეიძლება მთელი კავკასიაც) გადააქცია ერთგვარ დაჩიხულ, იზოლირებულ რეგიონად, რომელზეც მომდევნო ხანებში არსებით უარყოფით ზეგავლენას ვერ ახდენდა ევროპის აღმავალი კაპიტალიზმის სისტემა. კიდევ უფრო ნაკლები იყო ეს გავლენა აღმოსავლეთის მეზობელი ქვეყნებიდან მათი სოციალური ჩამორჩენილობის და პოლიტიკური სისუსტის გამო. ყოველივე ამან განაპირობა კავკასიის რეგიონის დამოუკიდებელი, თავისუფალი და რამდენადმე თავისებური განვითარება. ასეთ ვითარებაში შედარებით მაღალი სოციალურ–ეკონომიკური ტრადიციების, უკეთეს გეოგრაფიულ პირობებსა და პოლიტიკურ ვითარებაში მყოფი ქვეყნის, საქართველოს, მეურნეობა განმსაზღვრელ ზეგავლენას ახდენდა მთელი კავკასიის, განსაკუთრებით კი მისი მთიანი ნაწილის, ეკონომიკაზე. საქართველოს რეალურად დაეკისრა კავკასიის ცენტრის როლი ისე, რომ რეგიონის უმეტესი რაიონები ამ მხრივ მასზე დამოკიდებულნი შეიქმნენ, ეს კი ქართული მეურნეობის შემდგომი განვითარების საფუძველი გახდა.

პროცესი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ როგორც ქართველ (ვახუშტი), ისე უცხოელ თანამედროვეებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*