კოსმოსის “სიცოცხლის ზონაში” აღმოჩენილია 9 ახალი პლანეტა

ასტრონომიულმა თანამგზავრმა “კეპლერმა” ამ დროისთვის 9 ახალი ეკზოპლანეტა აღმოაჩინა ე. წ. “სიცოცხლის ზონაში”.

2009 წელს NASA-ს მიერ გაშვებული ასტრონომიული თანამგზავრი “კეპლერი” განკუთვნილია დედამიწის მსგავსი ეკზოპლანეტების აღმოჩენისთვის. ის აღჭურვილია ზემგრძნობიარე ფოტოკამერით. ობსერვატორიას შეუძლია ერთდროულად 100 ათასი ვარსკვლავის დაკვირვება. ეს ამ მიზნით შექმნილი პირველი აპარატია. 2015 წლისთვის “კეპლერმა” 4302 სავარაუდო ეკზოსამყაროების მონაცემი შეაგროვა. მათგან 1284 ციური სხეული 99% ალბათობით მეცნიერებმა ეკზოპლანეტებს მიაკუთვნეს. დანარჩენების ალბათობა 99%–ზე ნაკლებია. 707 სხეული კი გამორიცხეს ამ რიგებიდან.

სავარაუდო პლანეტებიდან 505–ს გააჩნია დედამიწის ზომები. მათი ზედაპირი ქვიანია. მათგან 9 მდებარეობს ე. წ. “დასახლებულ ზონაში”: ვარსკვლავების ამ ზონაში, სადაც შესაძლოა წყალი თხევად მდგომარეობაში იყოს. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად იქ შეიძლება სიცოცხლე წარმოიშვას. მონაცემების მიხედვით, ასტროფიზიკოსები “სიცოცხლის ზონაში” 21 ეკზოპლანეტას ითვლიან.

NASA-ს ასტროფიზიკის განყოფილების უფროსმა პოლ ჰერცმა განაცხადა: “კეპლერის გაშვებისას ჩვენ არ ვიცოდით გალაქტიკაში რამდენად იყვნენ განლაგებული ეკზოპლანეტები. ახლა ნათელი გახდა, რომ პლანეტები უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე ვარსკვლავები. ეს მომავალ კოსმოსურ მისიებს ახალ ამოცანას უსახავს არამიწიერი ცივილიზაციების ძიებისთვის”.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*