კოსმოსში გაფრენის მსურველთა რაოდენობამ რეკორდი მოხსნა

ცოტა ხნის წინ NASA-მ განაცხადა, რომ ეძებს ასტრონავტებად გახდომის მსურველებს. ეს შერჩევა უკვე დასასრულს უახლოვდება. მსურველთა რაოდენობამ ყველა ძველ მაჩვენებელს გადააჭარბა.

განცხადების რაოდენობის ბოლო რეკორდი 1978 წელს დაფიქსირდა – 8 000 ადამიანი. წელს მათმა რიცხვმა 18 300 მიაღწია (2012 წლის მაჩვენებელზე 3–ჯერ მეტი).

სააგენტოს საკმაოდ მკაცრი შერჩევა მოუწევს. ამ 18 300 მსურველიდან მხოლოდ 8–დან 14–მდეს ექნება ის თვისებები, რაც მათ მისცემს უფლებას გახდნენ კაფსულა “ორიონის” პირველი ასტრონავტები. ის 1970–იანი წლების შემდეგ პირველად გაემგზავრება კოსმოსის შესასწავლად.

კანდიდატების საბოლოო სია 2017 წელს გამოქვეყნდება. ამ დროისთვის NASA არჩევს რამდენიმე ათეულ პრეტენდენტს. შესაძლებელია, ერთ–ერთი მათგანი გახდეს პირველი ადამიანი, ვინც მარსის ზედაპირზე დადგამს ფეხს.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*