კუპიდონის გამოსახულებიანი ოქროს ბეჭედი აღმოჩენილია ინგლისში

ინგლისში, სოEngland-Cupid-Ringფელ თანგლიში მოყვარულმა ლითონის დეტექტორისტმა იპოვნა ოქროს ბეჭედი, რომელზეც კუპიდონია გამოსახული. კუპიდონი იგივე ამური რომაული ერტიკული სიყვარულის ღმერთია.

Live Science იუწყება, რომ მკვლევარებმა, რომლებმაც ბეჭედი შეამოწმეს, დაასკვნეს, რომ მისი დზაინი მიეკუთვნება მე–IV საუკუნეს, მაშინ, როდესაც ინგლისის ნაწილი რომის იმპერიაში შედიოდა.

გრავიურა დამზადებულია ონიქსის ქვისგან, რომელზეც სრულიად შიშველი ახალგაზრდა ყმაწვილი ერთი ხელით დაყრდნობილია ბოძზე, ხოლო მეორეში ჩირაღდანი უჭირავს.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მის მხრებზე არსებული პატარა ფრთები კუპიდონის მახასიათებელია.

ბეჭედი უკვე შეიძინა ჰემფშირის მუზეუმმა და განთავსდება ენდოვერში, ენდოვერის მუზეუმში.

archaeology.org–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*