ლაზერი რესტავრატორებისთვის

2b_grand

მტვრისა და ჭუჭყისგან ხელოვნების ნიმუშის გაწმენდა რესტავრაციის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. აუცილებელია, რომ არ დაზიანდეს ფერწერული ტილოს ან სკულპტურის ზედაპირი. სპეციალისტთა აზრით, ამ მოთხოვნას ლაზერული ტექნოლოგიები პასუხობს, რომელმაც შესაძლოა ხელოვნების ნიმუშების გაწმენდის ტრადიციული მეთოდიც ჩაანაცვლოს.ლაზერულ აპარატს შეუძლიაუმცირესი ზიანის გარეშე გაწმინდოს ხელოვნების ნიმუში, რომლის რესტავრაცია ან კონსერვაციაა აუცილებელი. ლაზერს იყენებენ ვატიკანის მუზეუმების სარესტავრაციო სახელოსნოებში.

გი დევრექსი (მარმარილოსა და ქვაზე კვეთის სახელოსნოს ხელმძღვანელი): “შეიძლება ითქვას, შედეგი შთამბეჭდავია, თუმცა ჯადოსნური და ყველაფერზე მორგებული არ გახლავთ. ეს წმენდის უფრო მსუბუქი ფორმაა და შეგვიძლია კარგი შედეგი ისე მივიღოთ, რომ ექსპონანტს მცირე ზიანიც კი არ მივაყენოთ. რესტავრაციის ყველა სხვა საშუალებას უკუჩვენება აქვს”.

გამოსხივების სიმძლავრეს თავად რესტავრატორი არჩევს, შეუძლია ხუთი სხვადასხვა სიმძლავრის მოწყობილობის გამოყენებაც. ვიდრე მუშაობას შეუდგებოდეს, ტესტს იმ მასალაზე აწყობს, რომელიც ექსპონანტის სტრუქტურისა და შემადგენლობის იდენტურია.

ლაზერით არა მხოლოდ მარმარილოს, არამედ ქსოვილებისა და აპლიკაციების გაწმენდაც შესაძლებელია.

კატრინ რივერი (რესტავრატორი): “განსაკუთრებით რთული ბუმბულის გაწმენდაა. ბუმბული მტვერსა და სხვა სახის ჭუჭყს სწრაფად იკრავს. ჩვეულებრივი მეთოდით გაწმენდა კი მას აუხეშებს, განსაკუთრებით, წმენდის ქიმიური მეთოდი. ასეთი ამოცანისთვის ლაზერი საუკეთესო გადაწყვეტილებაა”.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს სიახლე ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თანაარსებობის საუკეთესო დემონსტრირებაა.

 წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*