ლამაზი ოპტიკური ილუზიის დანახვა შესაძლებელია ფარერებზე

ფარერების კუნძულ ვოარის სამხრეთით მდებარეობს ლაიტისვანტის ტბა. ადგილობრივები მას მეორე სახელსაც სიორვოგსტვანსაც უძახიან.

ეს ტბა არქიპელაგზე ყველაზე დიდია. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 5 კილომეტრზეა გადაჭიმული. სიგანე 800 მეტრია, ხოლო სიღრმე – 59 მეტრი. ტბიდან ნაკადული მოედინება და 100 მეტრის შემდეგ წყდება: ის ოკეანეში 32–მეტრიანი ჩანჩქერის ბიოსდეალაფოსურის სახით ჩაედინება.

მეორე მსოფლიო ომის დროს აქ ბრიტანეთის ჰიდროთვითმფრინავების აეროდრომი მდებარეობდა. ახლა კი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ტურისტებმა მას არაოფიციალური სახელიც შეარქვეს – “ტბა ოკეანის თავზე”. ტბის და ოკეანის წყლებს შორის დონე მხოლოდ 40 მეტრია, მაგრამ გაცილებით დიდი ჩანს.

საქმე ტბის ნაპირებშია, რომლებიც თანაბრად ზევით მიემართება და კლდოვანი ქარაფით მთავრდება.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*