ლედვილი – პატარა სამყაროს უზარმაზარი სამარხი

ოდესღაც აქ ცხოვრება დუღდა და მილიონებს გამოიმუშავებდნენ. დღეს ეს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟების მოყვარულების ადგილი და ცოცხალი ბუნების კოშმარია.

აშშ–ს ყველაზე მაღალმთიანი ქალაქი (3082 მ. ზღვის დონიდან) ლედვილია კილორადოს შტატში. ეს ადგილი მხოლოდ ამტანობაში შეჯიბრებით არის ცნობილი, XIX საუკუნეში კი მისი სახელი მთელს ქვეყანაში ქუხდა.

თავიდან აქ ოქროს საბადოები იპოვეს. როცა ისინი ამოიწურა, შემდეგ ვერცხლის და ტყვიის საბადოები აღმოაჩინეს. ის ათწლეულის მანძილზე ამერიკის ვერცხლის ციებცხელების ცენტრად იქცა. იმ დროს ლედვილში 40 000 ადამიანზე მეტი ცხოვრობდა. მასზე დიდი მხოლოდ შტატის დედაქალაქი დენვერი იყო.

1890 წლიდან ვერცხლის მოპოვებამაც იკლო. საბადოების გადამუშავებამ გარემოს კოლოსალური ზიანი მიაყენა: ვერცხლმა და ტყვიამ ადგილობრივი წყალსატევები და ნიადაგი მოწამლა. ლედვილმა ნელ–ნელა ჩაქრობა დაიწყო. რამდენიმე მაღარო ფუნქციონირებდა, მაგრამ მათგან სარგებელი უკვე მიზერული იყო.

1983 წელს რაიონი Superfund-ში მოხვდა – ეს არის აშშ–ის ეკოლოგიის კუთხით ყველაზე საშიში ადგილების სია, ხოლო 1999 წელს უკანასკნელი მაღაროც დახურეს.

დღეს ლედვილიდან აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია პატარა სამყაროს უზარმაზარი სამარეა, სადაც ოდესღაც ცხოვრება დუღდა და მილიონებს გამოიმუშავებდნენ. ახლა ის სავსეა დამტვრეული და დაჟანგული მექანიზმებით, მიტოვებული და ნახევრად დანგრეული შენობებით, ტონობით ცარიელი ქანებით და დამდნარი ლითონის უცნაური წანაზარდებით. პოსტაპოკალიპტური პეიზაჟების მოყვარულების ადგილი და ცოცხალი ბუნების კოშმარი: ნიადაგი და წყალი აქ დღესაც მოწამლულია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*