ლეონარდო და ვინჩის “სამფეროვანი” ნახატი

Screen-Shot-2014-11-14-at-10.03.22-AM

 

სამწლიანი მუშაობის შემდეგ, განათების ახალი ტექნიკის გამოყენებით ფრანგმა მეცნიერმა, ინჟინერმა პასკალ კოტიმ დაამტკიცა, რომ ლეონარდო და ვინჩის ერთ–ერთი ცნობილი ნამუშევრის თავდაპირველი ვერსიები ისეთი არ იყო, როგორიც დღესაა.

პასკალ კოტი სამ წელიწადს მუშაობდა შუქის უკუქმედების ტექნიკაზე, რომელიც გამოიყენა ნახატის, “ქალი ყარყუმით” შესასწავლად. ფრანგი მეცნიერის კვლევამ აჩვენა, რომ ლეონარდომ 500 წლის წინ ქალის პორტრეტი პირველად ცხოველის გარეშე დახატა. მეორე ვარიანტში კი გაჩნდა ცხოველი, მაგრამ მას საბოლოო ვერსიისგან განსხვავებული ბეწვი ჰქონდა.

ნახატზე გამოსახულია ჩეჩილია გალერანი, მილანის ჰერცოგის, ლოდოვიკო სფორცას ერთ–ერთი საყვარელი, ყარხუმით ხელში.

ლეონარდო და ვინჩის შემოქმედების მკვლევარები ამბობენ, რომ აღმოჩენა ნახატის ისტორიის შესახებ ახალ კითხვებს ბადებს. ტექნიკას, რომელიც პასკალ კოტიმ გამოიყენა, შრის გაფართოების მეთოდი (LAM) ეწოდება. ნახატზე სინათლის სხივებს ინტენსიურად დაანათებენ და ანარეკლის შესწავლით საღებავის ღრმა ფენების რეკონსტრუქციას ახდენენ, “ამ მეთოდით ნახატს ისე ვსწავლობთ, თითქოს ხახვს სათითაოდ ვაცლიდეთ ფურცლებს”, – განმარტავს პასკალ კოტი.

ლეონარდო და ვინჩიმ “ქალი ყარყუმით” სავარაუდოდ, 1485–1490 წლებში დახატა.

 

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*