ლეონარდო და ვინჩის წიგნაკში ხახუნის ძალაზე ჩანაწერები აღმოჩნდა

ლეონარდო და ვინჩის იცნობენ, როგორც დიდ ხელოვანს, ცნობილია მისი წარმატებული სამეცნიერო ძიებების შესახებაც. თუმცა ახლახან, ლეონარდოს ერთ–ერთი ძველი და ცნობილი წიგნაკის ხელახლა კვლევისას, მეცნიერები საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ – ნახაზებზე უცნაური მინაწერები და ვინჩის პირველი ჩანაწერებია ხახუნის ძალაზე.

ჩანაწერების წიგნაკი 1493 წლით თარიღდება. სულ 9 სანტიმეტრის სიგრძისა და 6 სანტიმეტრის სიგანისაა, მაგრამ ლეონარდოს სამეცნიერო საქმიანობის 20–წლიან მონაკვეთზე შეიცავს საგულისხმო ცნობებს. ნახაზებზე უცნაური მინაწერების ახსნა ხელოვნების ისტორიის მკვლევართ დღემდე უჭირდათ. ახლა კი, პროფესორმა იან ჰატჩინგსმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინა, რომ ეს ნახაზები არც ისეთი უბრალოა, როგორც აქამდე მიიჩნევდნენ. გაირკვა, რომ ოთხკუთხა ფიგურების ილუსტრაციები და ვინჩის გამოთვლების მოხაზულობებია.

ჰატჩინგსი კვლევაში წერს: “სამი კვადრატი გამოსახავს ბლოკებს, რომლებიც აზიდულია თოკით და ეს ხახუნის ძალის მოქმედებაა. ბლოკები სხვადასხვა მხრიდანაა დახატული – გაჭედილი ვერტიკალურად და დაწოლილი ჰორიზონტალურად”.

ჰატჩინგსის კვლევის შედეგი მეცნიერებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი მანამდეც არაერთხელ წერდნენ, რომ ლეონარდო და ვინჩი მანამდე მუშაობდა ხახუნის ძალაზე, სანამ სხვა მეცნიერები დაიწყებდნენ მის შესწავლას.

ლეონარდოს მრავალი ჩანახატი და დაუსრულებელი გამოგონების ესკიზი შემორჩა. მათ შორის ბორბლების, ამწეებისა და მექანიკური საშუალებების. თუმცა, ეს აღმოჩენა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ, ფაქტობრივად, პირველ ჩანაწერს წარმოადგენს იმ პერიოდისას, როცა და ვინჩი იდეების ჩამოყალიბებას იწყებდა.

იან ჰატჩინგსი: “ჩანახატები და მინაწერები ადასტურებს, რომ ლეონარდოს ხახუნის ძალის მოქმედება 1493 წლისთვის უკვე ესმოდა. იცოდა, რომ ხახუნის ძალა ორ სხვადასხვა ზედაპირს შორის მოქმედებს. ლეონარდომ 20–წლიანი კვლევის შედეგად შეძლო ხახუნის ძალის გაგება და მექანიკური სისტემის მოდელებში მისი გამოყენება. თუმცა, ამის მიუხედავად, ხახუნის ძალის აღმოჩენას დღეს ფრანგ მეცნიერ გიიომ ამონტონს მიაწერენ, რომელმაც ამ საკითხზე ორი საუკუნით გვიან დაიწყო მუშაობა”.

მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ და ვინჩი კარგად გრძნობდა აღმოჩენის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავდა. ეს მისი სხვა ჩანახატებიდანაც ჩანს, სადაც წრიული ფიგურებია გამოსახული. ჰატჩინგსის თქმით, ლეონარდო და ვინჩი იმასაც ხვდებოდა, რომ ხახუნის ძალა სხვადასხვა ზედაპირის მქონე საგნებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებდა.

3681E41D00000578-3703588-A_tiny_notebook_from_this_Renaissance_man_reveals_a_page_where_d-a-28_1469205977493

3681E45D00000578-3703588-Sketch_left_illustrates_an_analogy_between_the_very_small_force_-a-31_1469205977613

3681E42500000578-3703588-Hutchings_describes_the_scribbles_in_his_study_which_illustrates-a-25_1469205977283

3681E44100000578-3703588-The_blocks_on_the_1493_page_are_displayed_superimposed_in_two_di-a-24_1469205977245

3681E44900000578-3703588-image-a-29_1469205977497

3681E46100000578-3703588-These_sketches_show_a_cylinder_supported_in_a_half_bearing_carry-a-33_1469205977630

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*