“ლეში ყვავილი” 11 წლის მანძილზე პირველად აყვავდა კემბრიჯში

კემბრიჯის უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში აყვავდა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ყვავილი – ტიტანური ამორფოფალუსი (Amorphophallus titanum).

ბოტანი75f8c3bfffbe31afa6671067834da4a7კური ბაღის დარბაზში 1000–ზე მეტი ადამიანი შეგროვდა ამ სანახაობის საყურებლად, უფრო სწორედ – საყნოსად. ეს იშვიათი ყვავილი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მყრალია, ამიტომ მას ხშირად “ყვავილ ლეშს” უწოდებენ, ტიტანური ამორფოფალუსის სუნი შეიძლება შევადაროთ გახრწნილი ხორცის, ლაყე კვერცხის და თევზის სუნს.

ორი დღის განმავლობაში თავის “არომატს” აფრქვევდა დამამტვერიანებლების მისაზიდად. “ყვავილის წვერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს მყრალი სუნის დიდ მანძილზე გავრცელებას. ეს სუნი იზიდავს ხოჭოებს და ლეშის ბუზებს, რომლებიც მცენარეს ამტვერიანებენ” – ამბობს ბოტანიკური ბაღის დირექტორი, პროფესორი ბევერლი გლოვერი.

ბუნებაში, სუმატრის ტყეებში ტიტანური ამორფოფალუსი გაქრობის ზღვარზეა. ხელოვნურ პირობებში ყვავილი პირველად 1889 წელს, ლონდონის სამეფო ბოტანიკურ ბაღში – კიუში აყვავდა. ერთ–ერთი ყვავილი 1937 წელს ნიუ იორკში აყვავდა.

5024c39d8183cf9d912ae413515ddd76

26a566e6bc7c9dc53a53e7c42fbd1d36

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*