ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი სამარხის საიდუმლო ამოხსნილია

მეცნიერებმა ბევრი რამ შეიტყვეს სპიტალფილდსის რაიონში აღმოჩენილი რომაელი ქალის შესახებ.

1999 წელს ლონდონში, თანამედროვე სიტალფილდსის ბაზრის ტერიტორიაზე უჩვეულო სამარხი აღმოაჩინეს. წინასწარი ანალიზის მიხედვით, ქალი განსაკუთრებულად მაღალი სოციალური სტატუსის მფლობელი იყო. ახლა მკვლევარებმა ახალი მონაცემები მიიღეს, რომლებიც მათ სპიტალფილდელი რომაელი ქალის პიროვნების საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმარათ.

ქალი დაკრძალული იყო მდიდრულად მორთულ ტყვიის კუბოში. მისი ნეშტის შემდგომი კვლევა აჩვენებს, რომ მისი სამოსი უძვირფასესი ჩინური აბრეშუმის იყო, ხოლო ძაფი, რომლითაც მორთული იყო ტანსაცმელი, 97 პროცენტით ოქროსგან იყო დამზადებული.

შალის ქსოვილი, რომელიც ასევე იყო გამოყენებული მის ტანსაცმელში, 1600 წლის მანძილზე გაფუჭდა და ახლა უსახურ მუქ-ყავისფერ ნაკუწად იქცა. მაგრამ მიკროსკოპულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის თავდაპირველად იისფერი იყო.

რომაულ ბრიტანეთში მეწამული ფერი მდიდრების და გავლენიანი ადამიანების განმასხვავებელი ნიშანი იყო – ამ ფერის მისაღებად გამოიყენებოდა გარკვეული სახეობის ევროპული ლოკოკინების პიგმენტი. ეს პიგმენტი იმ დროს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პიგმენტი იყო.

კვლევამ აჩვენა, რომ სასაფლაოს მთელი სეგმენტი პატარა ბავშვების სამარხებისთვის იყო გამოყოფილი. არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს ძალიან უჩვეულოა, რადგან ქალაქურ რომაულ სასაფლაოებზე ბავშვების ნამარხების ძალიან მცირე რაოდენობაა დარეგისტრირებული.

მოგვიანებით ეს რაიონი შუასაუკუნეების სასაფლაოდ გამოიყენებოდა, ხოლო 1197 წელს აქ მონასტერი დაარსდა, XVII საუკუნეში კი – ის საარტილერიო რაზმის პოლიგონად იქცა.

თვითონ რომაელი ქალი ახალგაზრდა გარდაიცვალა, შესაძლოა მშობიარობის დროს ან რაიმე ავადმყოფობის შედეგად. მაგრამ მის სამარხზე არ არის არც წარწერები, არც სამარხის ქვა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ის შესაძლოა შუასაუკუნეებში დაანგრიეს ქალაქის კედლების მშენებლობის დროს.

სამარხში სხვადასხვა ფასეული ნივთი აღმოაჩინეს, მათ შორის, ორი მინის ჭურჭელი, რომლებშიც, სავარაუდოდ, სუნამოები იყო. ერთი მათგანი 23 სანტიმეტრის სიგრძის ცილინდრია უნიკალური ძირით, რომელიც ძვირფასი ქვისგან არის დამზადებული და ზიგზაგისებური მინის მორთულობებით არის გაფორმებული. ქალის თავქვეშ დაფნის ფოთლისგან გაკეთებული ბალიშის კვალი იპოვეს. ეს მისი მდიდრული ცხოვრების დამადასტურებელი კიდევ ერთი საბუთია.

ახალმა კვლევამ 174 საფლავი შემატა ამ რაიონში სამარხებს, რომელთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 493-ს აღწევს.

6094a7ddeab84f8f80bf4d609bb4820d.width-630

5ce930d31fbc44c2b9e284958f455d0f.width-630

cfb4998656be42778e92181a26ac0b8a.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*