ლურჯი დრაკონი ნამდვილად არსებობს

პატარა ზღვის მონსტრის სურათები გასულ კვირას გამოქვეყნდა. ეს პატარა არსება ავსტრალიაში, ქუინსლენდის სანაპიროზე ბინადრობს. Glaucus atlanticus საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ლურჯი დრაკონი.body_1055px-glaucus_atlanticus_1_cropped

მის სხეულზე არსებული უცნაური ზოლები მხოლოდ ორნამენტები არ არის, ისინი ლურ დრაკონს ეხმარება შენიღბვაში და დამალვაში. Glaucus atlanticus სხვაზღვის პატარა საცეცებიანი არსებებისგან განსხვავებით, რომლებიც ზღვის ფსკერზე ბინადრობენ, ჰაერით გაბერილი ბუშტის დახმარებით ოკეანის ზედაპირზე ტივტივებს. ლურჯ დრაკონებს ზურგზე ვერცხლისფერი ზოლები აქვთ, რომლებიც ეხმარება მათ წყლის გამჭვირვალე ზედაპირზე გაუჩინარებაში.

Glaucus atlanticus ძალიან მცირე ზომისაა. ზრდასრული ლურჯი დრაკონი დაახლოებით 2,54 სანტიმეტრს აღწევს, მიუხედავათ ამისა ძალიან სახიფათოა. ლურჯი დრაკონი თავს ესხმის ისეთ ისეთ ზღვის უზარმაზარ არსებას,body_glaucus_atlant როგორიც პორტუგალიური ხომალდია (Physalia physalis). ეს არსება უაღრესად შხამიანია. ლურჯი დრაკონი მის საცეცებში დაგროვილ შხამს ჭამს. იგი ასევე ეტანება სხვა ზღვის პატარა შხამიან არსებებსაც, ხოლო მიღებულ შხამს დავდაცვის მიზნით იყენებს.

თუ ოდესმე გადაწყვეტთ ლურჯი დრაკონების მოძებნას, არასოდეს შეეხოთ მათ. მასთან შეხება იწვევს ძლიერ წვას, ჭინჭრის ციებას, სიბრმავეს და კანის სხვადასხვა დაავადებას. სურათზე ასახულია Glaucus atlanticus-თან შეხების შედეგად მიღებული დაზიანება.

mentalfloss.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*