მადაგასკარზე აღმოჩენილია დინოზავრის მინიატურული წინაპარი

მისი სახელი ითარგმნება, როგორც “ციცქნა მწერების მკვლელი”.

237 მილიონი წლის წინ მადაგასკარზე მობინადრე მწერების მკვლელი სიმაღლეში მხოლოდ 10 სანტიმეტრს აღწევდა. ტრიასული პერიოდის ეს წარმომადგენელი, Kongonaphon kely, მეცნიერების აზრით, ყველა დინოზავრის და პტეროზავრის უკანასკნელი საერთო წინაპარი იყო.

დღემდე სამეცნიერო დისკუსიის თემად რჩება ის ფაქტი, თუ, როგორ განიცადეს ევოლუცია დინოზავრების მაგვარმა გიგანტებმა, ასეთი პატარა ცხოველებისგან.

დღემდე ორნიტოდორების ძალიან ცოტა ნიმუშია აღმოჩენილი. სწორედ ამიტომ გამოიწვია Kongonaphon kely-ის აღმოჩენამ ასეთი ინტერესი. პირველად ისინი 1998 წელს აღმოაჩინეს მადაგასკარზე საველე სამუშაოების დროს.

Kongonaphon kely – ყველაზე პატარა წარმომადგენელია დინოზავრომორფების ოჯახიდან. ეს ადრეული ორნიტოდორები, როგორც ცნობილია, ძალიან პატარები იყვნენ. ახლა მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აღმოჩენილი ნიმუშების ასეთი ზომები შემთხვევითი სულაც არ არის.

დინოზავრი და გიგანტიზმი პრაქტიკულად სინონიმებად იქცნენ, მაგრამ დინოზავრების სხეულის ზომების ევოლუციის ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ჯგუფის ყველაზე ადრეული წევრები იმაზე პატარები იყვნენ, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული.

ამის დამამტკიცებელი საბუთი “ციცქნა მწერების მკვლელების” კბილებია და მათზე არსებული ნაჭდევები, რომლებიც კვების რაციონზე მეტყველებს: ესენი მკვრივი გარსით დაფარული მწერები იყვნენ.

თუ მკვლევარები მართლები არიან, მაშინ გამოდის, რომ დინოზავრების და პტეროზავრების ეს მინიატურული წინაპრები რესურსების იმ ზონებში იჭრებოდნენ, რომლებიც არქოზავრებს დაკავებული არ ჰქონდათ. სწორედ სხეულის მცირე ზომებმა მისცა მათ ევოლუციური უპირატესობა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*