მადრიდში ესპანური ლიტერატურის კლასიკოსის მიგელ დე სერვანტეს საავედრას სავარაუდო განსასვენებელს მიაკვლიეს

მადრიდის მონასტერში საფლავსა და ადამიანის ნეშტის ნაწილებს მიაკვლიეს, რომელიც შესაძლოა ესპანური ლიტერატურის კლასიკოსს, მიგელ დე სერვანტესს ეკუთვნოდეს.

ისტორიკოსები, რომლებიც სერვანტესის საფლავს ეძებდნენ, აცხადებენ, რომ განსასვენებელზე დიდი მწერლის ინიციალებია ამოტვიფრული.

მიგელ დე სერვან800px-Cervates_jaureguiტესი 1616 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა და მადრიდში, წმინდა სამების მონასტრის ტერიტორიაზე დაკრძალეს, სადაც ისტორიული ცნობებით, მისი მეუღლეც განისვენებდა.

მოგვიანებით, მონასტერი რამდენჯერმე გადააკეთეს და კლასიკოსის საფლავიც დაიკარგა.

სერვანტესის საფლავის ძიება მონასტრის ტერიტორიაზე შარშან, აპრილში დაიწყო. არქეოლოგებმა სკანერები, GPS–სისტემა და ინფრაწითელი კამერები გამოიყენეს. მონასტრის უძველესი შრე მათ სწორედ ამ აპარატურის გამოყენებით შეისწავლეს.

ფრანჩესკო ეჩებერია (სასამართლო ანთროპოლოგი): “ეს ისეთივე პროცესია, როგორიც ოპერაციისთვის პაციენტის მომზადება. ექიმმა მას რენტგენი უნდა გადაუღოს”.

მკვლევართა განცხადებით, განსასვენებელზე ამოტვიფრულია ინიციალები “M” და “S”, რაც მიგელ დე სერვანტესისას ემთხვევა. ისინი რკინის ლურსმნით ამოუტვიფრავთ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს “დონ კიხოტის” ავტორის საფლავია. თუმცა, იმის გამო, რომ წინასწარ მონაცემებს ეყრდნობიან, მაინც ფრთხილობენ. ფიქრობენ, რომ მტკიცებულებები, რომელიც მათ ვერსიას გაამყარებს, ჯერ მწირია. მით უმეტეს, რომ მონასტერში სულ მცირე, კიდევ შვიდი საფლავია გამოსაკვლევი და მათგან ჯერ მხოლოდ ორი გათხარეს.

უკვე ნაპოვნი მასალების შესწავლას და ანალიზს რამდენიმე თვე სჭირდება. კითხვას, ნაპოვნია თუ არა სერვანტესის საფლავი, საბოლოო პასუხი სწორედ მისი დასრულების შემდეგ გაეცემა.

24 წლის ასაკში მწერალი ლეპანტოს ბრძოლაში დაიჭრა. ამის შემდეგ მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობდა. სულ ცოტა, ერთი ნაჭრილობევი კი გულმკერდის არეში ჰქონდა. მეცნიერებისთვის ასევე ცნობილია მწერლის გარეგნობისთვის დამახასეათებელი ცალკეული დეტალი. კერძოდ ის, რომ კეხიანი ცხვირი და ოსტეოართრიტით გამოწვეული ხერხემლის გამრუდება ჰქონდა. ამის შესახებ თავად სერვანტესი წერდა.

ფრანჩესკო ეჩებერია ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს დაღუპულთა ნეჭტებს წლების განმავლობაში სწავლობდა. მონაწილეობდა ჩილეს ექსპრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს ექსჰუმაციას. თუმცა ცხოვრების უმთავრეს ამოცანად სევანტესის საფლავის პოვნას მიიჩნევს.

ფრანჩესკო ეჩებერია: “სერვანტესი ესპანეთის სიმბოლოა. როგორ უნდა შევეგუოთ იმას, რომ მისი საფლავი არ გვაქვს?”

პროექტის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ფერნანდო დი პრადო ექსპედიციის დასაფინანსებლად საჭირო თანხებს ოთხი წლის განმავლობაში ეძებდა. ბოლოს, ესპანეთის ხელისუფლებამ GPS–სისტემის დახმარებით კვლევების წარმოებისთვის 12 ათასი ევრო გამოყო. სამუშაოები წარმატებული და აღმოჩნდა, დაფინანსება გაგრძელდება. პროექტის საერთო ღირებულება 100 ათასი ევროა.e1a96db0-03e8-480f-a521-642003d1dba6-620x372

ისტორიული ცნობებით, ესპანელი კლასიკოსი მადრიდის მონასტერში საცხოვრებლად გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა. აქ ის ბერად აღიკვეცა, თუმცა, მალევე გარდაიცვალა. სერვანტესი მონასტერში დაკრძალეს და მისი თანამედროვეთა ჩანაწერების თანახმად, მწერლის სამუდამო განსასვენებელს წარწერაც კი არ ჰქონია.

მკვლევართა მცდელობა თუ წარმატებით დასრულდა, იმასაც გავიგებთ სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდა გენიალური ესპანელი მწერალი.

აქამდე, კლასიკოსის მხოლოდ ერთადერთი პორტრეტი არსებობს. მისი ავტორი ხუან დე ხუარეგია, მაგრამ დამტკიცებულია, რომ პორტრეტი მწერლის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ დაიხატა და ამიტომ ვერ მტკიცდება, მართლაც ასე გამოიყურებოდა სერვანტესი თუ არა.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*