მაიას მარილის შახტაში ნაპოვნია ჟადეიტისგან დამზადებული უცნობი ინსტრუმენტი

ინსტრუმენტი შესრულებულია მაღალი ხარისხის ნახევრადგამჭვირვალე ჟადეიტისგან.

2004 წელს ბელიზის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს მარილის საბადოები, რომლებიც მაიას შექმნილია. 110 უბანი, რომელსაც 8 კვადრატული კილომეტრი უჭირავს. ისინი ზღვის ლაგუნაში მდებარეობენ და გარშემო ტყე აკრავთ. ზღვის დონის აწევამ ისინი მთლიანად წყალმა დაფარა. თუმცა მეცნიერებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. ცოტა ხნის წინ ლუიზიანას უნივერსიტეტის არქეოლოგებმა აქ სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს: ნაპოვნია მაღალი ხარისხის და ძალიან მტკიცე ინსტრუმენტი, რომელიც ჟადეიტისგან არის დამზადებული.

მისი ტარი დამზადებულია პალისანდრისგან (ვარდის ხე). ნესტიანმა ნიადაგმა და ტორფმა კარგად შემოინახეს ხის ნაჭერი, რომელიც ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში სწრაფად ლპება. ორივე მასალა ძველ დროში ძალიან ძვირად ფასობდა: მწვანე ჟადეიტისგან მზადდებოდა სამკაულები, ქანდაკებები, მტკიცე და ლამაზი პალისანდრი კი ავეჯის და დეკორატიული დეტალების დასამზადებლად გამოიყენებოდა. მარილი მაიასთან ძალიან მოთხოვნადი იყო: ის მხოლოდ საკვების მოსამზადებლად არ გამოიყენებოდა: მარილს იყენებდნენ ხორცის და თევზის ხანგრძლივად შენახვისთვის.

ნაპოვნი ინსტრუმენტი მარილის გასასუფთავებლად ან თევზის დამუშავებისთვის გამოიყენებოდა. ამასთან, ძვირფასი მასალების გამოყენება იმაზე მეტყველებს, რომ მარილის მოპოვება მაიას ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობდა. ეს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი იყო და როგორც ჩანს, ინსტრუმენტებზე თანხებს არ ზოგავდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*