მაიას უძველეს გამოქვაბულში ბავშვის ხელის ათეულობით ანაბეჭდი აღმოაჩინეს

მეცნიერები თვლიან, რომ ეს აღმოჩენა მაიას ცივილიზაციის სრულწლოვანების რიტუალთან არის დაკავშირებული.

მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, გამოქვაბულში 137 შავ-წითელი ხელის ანაბეჭდია აღმოჩენილი. გამოქვაბული მაიას ცივილიზაციის მსხვილი ცენტრების, უშმალის და ჩიჩენ-იცას მახლობლად მდებარეობს.

გამოქვაბული გიგანტური ხე სეიბას ქვეშ, 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ამ ხეს მაიას ცივილიზაციაში წმინდა ხედ მიიჩნევდნენ.

არქეოლოგი სერჯიო გროჟანი ამტკიცებს, რომ ხელის ანაბეჭდები იმ ბავშვების დატოვებულია, რომლებიც სქესობრივი მომწიფების ასაკში შედიოდნენ. სწორედ ანაბეჭდების ფერები წარმოადგენენ ამ ვარაუდის მტკიცებულების გასაღებს – შავი ფერი სიკვდილის სიმბოლო იყო, მაგრამ ეს მათ მკვლელობას არ ნიშნავდა. ეს უფრო რიტუალური თვალსაზრისით ნიშნავდა სიკვდილს. შემდგომში ამ ბავშვებმა წითელი ანაბეჭდები დატოვეს, რაც სიცოცხლისთვის და ომისთვის მზაობას ნიშნავდა.

გამოქვაბულში აღმოჩენილი მაიას სხვა არტეფაქტებს შორის კლდეში გამოკვეთილი სახე და ექვსი შეღებილი რელიეფური სკულპტურაცაა. ისინი ახ.წ. 800-1000 წლებს მიეკუთვნებიან. ამ პერიოდში რეგიონში ძლიერი გვალვა მძვინვარებდა, რომელიც, შესაძლოა მაიას დიდი ქალაქების მიტოვების მიზეზად ქცეულიყო.

ექსპერტების შეფასებით, ფერადი ანაბეჭდების ასაკი 1200 წელს აღემატება. შესაძლოა, ისინი მაიას გვიანდელ კლასიკურ პერიოდს მიეკუთვნებიან, როდესაც ამ ცივილიზაციამ თავისი ძლიერების პიკს მიაღწია.

https://youtu.be/jCcxfrlkEo8

Leave a comment

Your email address will not be published.


*