მაიმუნების ღმერთის ლეგენდარული ქალაქის ძიებაში

არქეოლოგები ჰონდურასში ლეგენდარული მაიმუნების ღმერთის ქალაქის შესასწავლად ემზადებიან. მკვლევართა გეგმებზე პირველად ქვეყნის პრეზიდენტმა ისაუბრა. ხუან ორლანდო ერნანდესმა დაკარგულ ქალაქში სამუშაოების დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა და პირველი არტეფაქტი, ქვის სკულპტურა, მზის სინათლეზე თავისივე ხელით გამოიტანა. ერნანდესმა განაცხადა, რომ მეცნიერები მზად არიან გამოიკვლიონ ჯუნგლების მიკარგული რაიონი, სადაც ლეგენდარული მაიმუნების ღმერთის ქალაქის აღმოჩენას ვარაუდობენ.

Theodore_Morde_3219506c

თეოდორ მორდე

ეს უძველესი დასახლება “თეთრი ქალაქის” სახელითაც არის ცნობილი და თავის დროზე აურაცხელი სიმდიდრით იყო განთქმული. მის პოვნას ჯერ კიდევ ესპანელი კონკისტადორები შეეცადნენ. ადგილობრივები ხშირად ყვებოდნენ სიმდიდრით განთქმული “თეთრი ქალაქის” შესახებ, რომელსაც ესპანელი დამპყრობლებისგან შევიწროებული ხალხი აფარებდა თავს.

მოგვიანებით, ტერმინს “თეთრი ქალაქი” “მაიმუნების ღმერთის ქალაქი” ჩაენაცვლა. ტერმინი მკვლევარმა თეოდორ მორდემ დაამკვიდრა, რომელიც 1940–იან წლებში ცდილობდა ქალაქის ნანგრევების აღმოჩენას. მეცნიერმა სწორედ მაშინ შეიტყო ადგილობრივი მოსახლეობისგან მაიმუნების ღმერთის დიდი, ნახევრად დაფლული ქანდაკების შესახებ.

ამერიკელმა მეცნიერებმა 2012 წელს, ჰონდურასში რიოპლატანოს ნაკრძალში გადაღებული დოკუმენტური კადრები გაშიფრეს. მათზე აშკარად ჩანს ნანგრევები, რომელიც შესაძლოა ლეგენდარული ქალაქ–სახელმწიფოსი იყოს.

შარშან National Geographic-ი იუწყებოდა, რომ ნაკრძალის სიღრმეში მეცნიერებმა ათეულობით არტეფაქტი აღმოაჩინეს: ქვიდან გამოკვეთილი ფიგურები, ბარელიეფები, სამარხ–ყორღანები და პირამიდები.

არქეოლოგიური ექსპედიცია ჯუნგლებში აღმოჩენილ ნანგრევებში სრული დატვირთვით მუშაობას უახლოეს ხანში დაიწყებს.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*