მალიორკას სანაპიროსთან ჩაძირული ძველი რომაული ხომალდი აღმოაჩინეს

მასზე შესანიშნავად შემონახული ამფორები და ურნებია.

გემი ადგილობრივმა მკვიდრმა აღმოაჩინა, რომელიც ცოლთან ერთად ცურავდა ნაპირიდან 50 მეტრში. მან ქვიშიდან ამოშვერილი ხის ნამსხვრევები და რამდენიმე მეტრის სიღრმეში ურნა შენიშნა. აღმოჩენის შესახებ მამაკაცმა მალიორკას მემკვიდრეობის განყოფილებას შეატყობინა.

ადგილზე მოსულმა დაივერებმა 10X5 მ. ზომის ძველი რომაული გემი იპოვეს. ეს სატვირთო გემი ესპანეთიდან რომისკენ გადაადგილდებოდა და მას 5-6 მეზღვაური ემსახურებოდა.

რადგანაც კუნძული მალიორკა მდებარეობს მალაგა-რომის პირდაპირ მარშრუტზე, ის შესვენების პუნქტად გამოიყენებოდა.

გემზე მდებარეობდა ასობით კარგად შემონახული ამფორა. მრავალი მათგანი დალუქული აღმოჩნდა. სავარაუდოდ მათში ზეითუნის ზეთი და ღვინო ინახებოდა.

მკვლევარებმა გემის ჩაძირვის მიზეზად შტორმი გამორიცხეს – ამ შემთხვევაში ამფორები დაიმსხვრეოდა.

ახლა ამფორები მალიორკას მუზეუმში სპეციალურ აუზში ინახება. რამდენიმე თვის განმავლობაში ზღვის წყალს გაფილტრავენ მარილისგან, რათა ამფორების დაზიანება თავიდან აიცილონ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*