მარსზე გიგანტური დიუნები მოძრაობენ

ადრე ისინი სტატიურად მიიჩნეოდნენ.

მკვლევარებმა პირველად აღმოაჩინეს, რომ მარსის ზედაპირზე არსებული უზარმაზარი ქვიშის დიუნები მოძრავი სტრუქტურებია და არა პლანეტის შორეულ წარსულში გაქვავებული რელიქვიები.

კამერა HiRISE-ის მიერ გადაღებული ფოტოების შედარების დროს მეცნიერ-პალეონტოლოგმა სიმონ სილვესტრომ მაკლაფინის კრატერზე დიუნების ნელი მოძრაობა დააფიქსირა. კრატერი ნილი-ფოსეს ზეგანზე მდებარეობს.

2007-2016 წლებში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ეს წარმონაქმნები საშუალო სიჩქარით, 12სმ. წელიწადში მოძრაობენ. დაახლოებით ასეთივე სიჩქარით მოძრაობენ გიგანტური დიუნები დეშტე-ლუტის უდაბნოში, ირანში.

ადრე მიჩნეული იყო, რომ დიუნები შორეულ წარსულში წარმოიქმნენ, მაშინ, როცა მარსზე მდგრადი ატმოსფერო არსებობდა. ითვლებოდა, რომ ძლიერი ქარები ამ დიუნებს ამოძრავებდნენ და რაღაც მომენტში ერთ ადგილას გაჩერდნენ. ახლა კი, მარსის ქარს აღარ შეეძლო მათი გადაადგილება და ფორმის და მდებარეობის შეცვლა.

მართალია, დიუნების მოძრაობა ნელი ჩანს, მაგრამ ეს აღმოჩენა შეცვლის მარსის ატმოსფერული პირობების შესახებ ჩვენს წარმოდგენას.

ადრე შექმნილი მარსის ატმოსფერული მოდელები აჩვენებს, რომ წითელ პლანეტაზე იშვიათია ისეთი ქარები, რომლებსაც შეუძლიათ ქვიშის დიუნების გადაადგილება. ახალი აღმოჩენა აუცილებელს ხდის ამ მოდელების თავიდან გადახედვას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*