მარსზე სამმაგი დარტყმითი კრატერი აღმოაჩინეს

უძველეს დროში საოცარი ადგილი მეტეორიტებს იზიდავდა.

ასტრონომებმა წითელი პლანეტის ბობოქარი წარსულის დასაბუთება აღმოაჩინეს. დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის განმავლობაში მარსი აქტიურად იბომბებოდა მეტეორიტებით. დღეს მარსის ზედაპირზე 43 ათასზე მეტი დარტყმითი კრატერია. მათი დიამეტრი 5 კილომეტრზე მეტია.

მარსულ მთიანეთში, ნოახის ტერაში, ასტრონომებმა სამმაგი დარტყმითი კრატერი შენიშნეს. ეს რეგიონი ძლიერად დაზიანდა დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ. ეს კრატერი სამი გადამფარავი აუზისგან შედგება. ეს წარმონაქმნი ნოახის ტერას სხვა კრატერებს ზომებში ჩამორჩება. ზოგიერთი მათგანის დიამეტრი 140 კილომეტრია. ამ სამი კრატერიდან ყველაზე დიდი სიგანეში 45 კილომეტრია, ყველაზე პატარა – 28 კილომეტრი.

ასტრონომებმა ჯერ არ იციან სამმაგი კრატერი ერთი შეჯახების შედეგად გაჩნდა, თუ, ის სამი სხვადასხვა მოვლენის შედეგია. მეტეორიტი შესაძლოა მარსის ზედაპირთან შეჯახებამდე სამ ნაწილად გაიხლიჩა.

2015 წელს მეცნიერებმა მსგავსი სამმაგი კრატერი მარსის ეკვატორთან ახლოს Elysium Planitia აღმოაჩინეს. მაშინ ივარაუდეს, რომ ის, შესაძლოა, ატმოსფეროში ასტეროიდის დაშლის შედეგად წარმოიშვა. ან შესაძლოა, იგი დიდი ასტეროიდების წყვილის გარშემო მბრუნავი მცირე ასტეროიდის ერთდროულმა შეჯახებამ წარმოქმნა. სხვა ახსნა შესაძლოა შემთხვევითობა იყოს: დროის სხვადასხვა მომენტში სამმა ძლიერმა დარტყმამ მარსის ზედაპირზე სამი კრატერი შემთხვევით წარმოქმნა. იმის გათვალისწინებით, რომ მარსის ეს რეგიონი ოდესღაც ძლიერად იბომბებოდა, ექსპერტებისთვის ეს ყველაზე დამაჯერებელი შესაძლებლობაა.

სხვა მხრივ, თუ სამმაგი კრატერი ერთი მოვლენის შედეგად წარმოიშვა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ 4 მილიარდი წლის წინ მარსის ატმოსფერო გაცილებით სქელი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტის კლიმატი უფრო ტენიანი და თბილი იყო.

სხვა კრატერების მსგავსად, სამმაგ კრატერს კიდეები მკვეთრი არ აქვს და არც ძალიან ღრმაა. ზოგან მყინვარის ნაკადის კვალიც ჩანს. როგორც ჩანს, მყინვარის ქვეშ ნიადაგი უფრო დარბილდა და ყინულის დნობასთან ერთად მან თანდათანობით კრატერების ჩაღრმავებები ამოავსო.

4cb9a72150294d5dbc155d7c25c08c4c.width-630

f3ec9d77eddb408a8c287cb82f3942ac.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*