მარსზე სიცოცხლის ნიშნებია აღმოჩენილი

მარსმავალმა Curiosity–იმ NASA-ს საოცარი მონაცემები გადასცა.

მარსმავალმა Curiosity–იმ კვლევების დროს მარსის ატმოსფეროში მეთანის დიდი კონცენტრაცია აღმოაჩინა. ამ გაზს დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმები წარმოშობენ. მონაცემები დედამიწაზე ხუთშაბათს მოვიდა.

ადამიანები დიდი ხანია ოცნებობენ მარსზე უცხოპლანეტელების არსებობაზე. 1970 წელს გაშვებულმა ხომალდებმა, ვიკინგებმა მხოლოდ უსიცოცხლო პეიზაჟები გადაიღეს. ორი ათწლეულის შემდეგ მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მარსზე კლიმატი უფრო თბილი, ნოტიო და სიცოცხლისთვის ვარგისი შესაძლოა 4 მილიარდი წლის წინ ყოფილიყო. ახლა კი სიცოცხლის მიკრობიოლოგიური ნარჩენები, ნიადაგში ჩაიმალენ და იქ შემორჩნენ.

მარსის გაიშვიათებულ ატმოსფეროში მეთანის დიდი კონცენტრაცია იმას ნიშნავს, რომ გაზი დიდი ხნის წინ არ არის წარმოშობილი – მეთანის მოლეკულები რამდენიმე ასწლეულში დაიშლებოდა და ვერ შემორჩებოდა იმ დროიდან, როცა შესაძლო სიცოცხლე არსებობდა მარსზე. თუმცა, მეთანი შეიძლება გეოლოგიური პროცესების დროსაც, ცოცხალი ორგანიზმების მონაწილეობის გარეშე წარმოიშვას.

მარსის ატმოსფეროში მეთანი დიდი ხნის წინ შენიშნეს, თუმცა მისი წილი ძალიან მცირე იყო – 1 მილიარდთან. დროდადრო, გაზის კონცენტრაცია მკვეთრად მატულობდა. 2009 წელს ჰავაიზე ინფრაწითელი ტელესკოპის საშუალებით დაფიქსირდა მეთანის რაოდენობის მატება. ასევე, რამდენიმე ნახტომი დააფიქსირა Curiosity–მაც. წინა კვირას კი მარსმავალმა გამოგზავნა მონაცემები, რომლებიც აფიქსირებენ მეთანი წილის 3–ჯერ უფრო მეტ მატებას, ვიდრე ოდესმე დაუფიქსირებია მარსმავლის მოწყობილობებს.

NASA-ს მეცნიერებმა ახალი მონაცემების დამუშავება დაიწყეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*