მარსზე წყლის არსებობა დადასტურებულია

2015 წლის შემოდგომაზე NASA–მ დაადასტურა მარსზე თხევადი წყლის არსებობა.

მარსი და დედამიწა ბევრ რამეში ჰგვანან ერთმანეთს, რამაც XIX-XX საუკუნეებში მეცნიერებს აფიქრებინა, რომ წითელ პლანეტაზე შესაძლოა წყალი და სიცოცხლე არსებობდეს. მკვლევარების მიერ შეგროვებული მასალების საშუალებით აღმოჩნდა, რომ მარსის ატმოსფეროში მცირე რაოდენობით წყალი არსებობს. კვლევები კვლავაც გრძელდება.

XX საუკუნის დასაწყისში, მარსზე დაიწყეს ასტრონომიული დაკვირვება ინტერპლანეტური ზონდის მეშვეობით. მეცნიერთა ყურადღება მარსის პოლუსებმა მიიპყრო: იყო ვარაუდი, რომ ისინი წყლის ყინულისგან შედგებოდნენ გრენლანდიის და ანტარქტიდის მსგავსად.

2000 წელს დადასტურდა, რომ წითელ პლანეტაზე მყარინახშიროჟანგი (“მშრალი ყინული”) არის. მარსის პოლუსები შეიცავს დიდი რაოდენობით მყარი წყლის ყინულს. 2015 წელს კი მკვლევარებმა პლანეტის ზედაპირზე მუქი ზოლები აღმოაჩინეს. ეს აღმოჩნდა სეზონური ნაკადების შედეგი, რომლებიც წარმოიშობა მარსის თბილ სეზონზე, ზამთარში კი ქრება.7603960a8c66dba4f4c8356576dfd220ახალ სატელიტურ სურათებზე კვლავ შეამჩნიეს წყლის კვალი: ათასობით მუქი ზოლი იკვეთება პლანეტის კანიონებში. სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ JGR–ში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ წყლის კვალი ფერდობებზე ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.

არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერი, მეთიუ ჩოჯნაცკი თითქმის დარწმუნებულია, რომ კანიონებში არსებული კვალი დაკავშირებულია მარილიან წყლის ნაკადებთან.

მიუხედავად ამისა, მარსზე თხევადი წყლის წარმოშობის მიზეზი დღემდე გაურკვეველია. მეცნიერთა ვარაუდით, შეიძლება მიზეზი ყინულოვანი ასტეროიდის შეჯახება იყოს.

0e5de045a5860eda6d6531a58a6f8621

Leave a comment

Your email address will not be published.


*