მარსის ატმოსფეროში აღმოჩენილია ღრუბელი და პოლარული ნათება

მარსის ატმოსფეროს საკვლევმა NASA–ს ხელოვნურმა თანამგზავრმა MAVEN–მა მარსის ატმოსფეროში აღმოაჩინა პოლარული ნათება და მტვრის ღრუბელი, რომლის წარმოშობა უცნობია.

ღრუბელი წითელი პლანეტის ატმოსფეროს სიღრმეში 150–300 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს. მისი სიმკვრივე იზრდება სიმაღლის შემცირების მიხედვით. ღრუბლის წარმოშობა და ქიმიური შემადგენლობა უiftylroaoeej16deefknცნობი რჩება, ამასთან, გაუგებარია იცვლება თუ არა იგი დროის მიხედვით თუ მუდმივი რჩება. თუმცა, შესაძლებელია ღრუბელი წარმოიშვა მარსის თანამგზავრებიდან ფობოსის და დეიმოსის მტვრის მიგრაციით, რომელიც მზის ქარით არის გამოწვეული, ასევე ასტეროიდებით და კომეტებით.

2014 წლის დეკემბერში წითელი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხუთი დღის განმავლობაში ზონდი აკვირდებოდა პოლარულ ნათებას. დედამიწისგან განსხვავებით იგი ღრმად ატმოსფეროში წარმოიშობა და არ არის დაკავშირებული გეოგრაფიულ განედზე, ხოლო ამ მოვლენაში მონაწილე ნაწილაკებს გაცილებით მეტი ენერგია გააჩნიათ. ამას მეცნიერები მარსის სუსტ მაგნიტურ ველს უკავშირებენ. იგი წინააღმდეგობას ვერ უწევს მაღალი ენერგიების ნაწილაკების მოხვედრას პლანეტის ატმოსფეროში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*