მარსის გამაოგნებელი პანორამა Curiosity-დან

მისიის გუნდმა სურათი გახსნა, რომელიც ხელოვნების ნიმუშად იქცა.

ფოტო 16 ნოემბერს არის გადაღებული, როცა მარსმავალი ჰეილის კრატერში შარპის მთის ფერდობზე მორიგ ასვლას ახორციელებდა. გაჩერების დროს Curiosity ყოველთვის იღებს 360°-იან პანორამას. თუმცა, როდესაც მისიის გუნდმა მორიგი ფოტო მიიღო, ის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

Curiosity-მ ორი სხვადასხვა გამოსახულება გადაიღო 4 საათის სხვაობით. შემდეგ, “მოზაიკის ნაწილები” დედამიწაზე გამოგზავნა და ისინი მეცნიერებმა დაამუშავეს. ნათლად გამოჩნდა, თუ, როგორ მოქმედებს დღე-ღამის სხვადასხვა დროს განათების სხვადასხვა პირობები ლანდშაფტის თავისებურებებზე.

ლურჯი ფერი წარმოადგენს დილის სინათლეს, ნარინჯისფერი – შუადღეს, ხოლო იქ, სადაც ორივე სცენა გააერთიანეს, გამოსახულება მწვანედ გააფერადეს.

გამოსახულების ცენტრში შარპის მთაა – ჰეილის კრატერის ცენტრში მდებარე 5,5 კილომეტრის სიმაღლის პიკი. იქ, Curiosity ჯერ არ ასულა. ბარხანებით დატალღული ქვიშის მდელო მარსმავალმა გასული წლის დეკემბერში შეისწავლეს. ცენტრიდან მარჯვნივ მდებარე ბორცვები კი აპარატმა ამა წლის აგვისტოში გამოიკვლია.

მარჯვნივ მდებარეობს ბორცვი, რომელსაც Curiosity-ის მისიის ერთ-ერთი მეცნიერის პატივსაცემად რაფაელ ნავარო დაარქვეს. იგი წელს გარდაიცვალა.

Curiosity – NASA–ს ორი მარსმავლიდან ერთ-ერთია, რომლებიც ახლა მარსზე მუშაობენ. ის წითელი პლანეტის ზედაპირზე 2012 წლის აგვისტოში დაეშვა. მისი ამოცანა მარსის კლიმატის და გეოლოგიის შესწავლაა. Curiosity, ასევე მარსზე სიცოცხლის არსებობის კვალს ეძებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*