მარსის ზედაპირზე ჩინური დრაკონი ამოიცნეს

ამისთვის დიდი ფანტაზიის ქონა არ არის საჭირო.

NASA-ს თანამშრომლებმა გააზიარეს მარსის კანიონის ფოტო, რომლის მოხაზულობა ლეგენდარულ ჩინურ დრაკონს გვაგონებს.

ფოტო კამერა HiRise-ით არის გადაღებული. ის აპარატ Mars Reconnaissance Orbiter-ზე 2007 წელს დააყენეს, მაგრამ დრაკონის “ამოცნობა” ახლახანს მოხდა. მისიის თანამშრომლებმა ფოტო საჭირო რაკურსით, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.

მელას ჩასმა კანიონი უჩვეულო უბანია და მარინერის ველზე ყველაზე ღრმა წერტილად ითვლება. მარინერის ველი კანიონების გიგანტური სისტემაა, რომელიც მარსის ეკვატორის მეოთხედს მოიცავს.

ითვლება, რომ მილიონობით წლის წინ კანიონის ადგილას ტბა მდებარეობდა. კანიონის ზედაპირზე დანალექი ქანები წყალსატევის გაქრობის შემდეგ გაქრა.

სხვა ვერსიით, დანალექები ქარის ან ვულკანური ფერფლის ზემოქმედების შედეგად წარმოიშვნენ. ასევე, მელას ჩასმაში იშვიათი ქანების საბადოა, რომელიც ნათელ ბლოკებად ჩანს ბნელი მატრიცის ფონზე. ბლოკები ზომით განსხვავდებიან, მაგრამ უმეტესობის სიგანე 100-დან 500 მეტრამდეა.

კანიონი მარსმავალ Perseverance-თვის 8-დან ერთ-ერთი პოტენციური დასაჯდომი ადგილია. მან წითელ პლანეტაზე მოგზაურობა 2020 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.

ეს პირველი უჩვეულო ფოტო არ არის. 2018 წელს ორბიტალური თანამგზავრის კამერამ კრატერის ფოტო გადაიღო, რომელიც სათამაშო ფრანშიზის Pac-Man-ის პერსონაჟს ჰგავს.

გასულ წელს კი კამერამ კინოფრანშიზის “ვარსკვლავური გზის” ვარსკვლავური ფლოტის სამხედრო ემბლემის ფორმის დიუნა აღმოაჩინა.

a49524b0a4ed493fa0c9dfb72b65508e.width-630

c20988090b544969b3f260e80c896d74.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*