მარსის მარინერის ველების საოცარი ფოტოები

ეს ველები მარსის ფორმირების ადრეულ ეტაპზეა წარმოქმნილი.

1971-72 წელს კოსმოსურმა აპარატმა “მარინერ-9”-მ წითელ პლანეტაზე ხევების მაგნიტური სისტემა აღმოაჩინა. მას სახელი NASA-ს პრიგრამა “Mariner”-ის პატივსაცემად დაარქვეს.

მარინერის მდელოების სიგრძე 4500 კილომეტრია – ეს პლანეტის გარშემოწერილობის მეოთხედია. სიგანე 600 კილომეტრი და სიღრმე 11 კილომეტრია. კოლორადოს დიდ კანიონთან შედარებით ის 10-ჯერ გრძელია, 20-ჯერ განიერი და 7-ჯერ ღრმა.

მას რამდენიმე რეგიონად ყოფენ: დასავლეთით ღამის ლაბირინთი, აღმოსავლეთით ტიტონის და იოს კანიონები. მათ მოსდევს – მელასი, კანდორი, ოფირი, კოპრატი, განგი, ეოსი და კაპრი. რელიეფი თანდათანობით ქაოტური ხდება. ჩრდილოეთით კი იუვენტას კანიონი მდებარეობს.

NASA-ს მეცნიერებმა სადგურ Mars Reconnaissance Orbiter-ის მიერ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს. მასზე იუვენტას რაიონის სამი სხვადასხვა ლანდშაფტი ჩანს: ეს არის მდელოები ეროზიით, კანიონის ფერდობებზე ფენები, ასევე მდელოები ამოტრიალებული არხებით: ადრე ისინი ჩაღრმავებები იყო და შემდეგ, დანარჩენი ზედაპირიდან მათ ზემოთ ამოიწიეს.

მარსის გეოლოგია ასტროფიზიკის საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი შესწავლა საშუალებას გვაძლევს, მეტი შევიტყოთ კოსმოსის, სამყაროს ფორმირებისა და ჩვენი პლანეტის შესახებ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*