მარსის ყინულოვანი კრატერის თავზე გადაფრენა

წითელი პლანეტის ჩრდილოეთის შთამბეჭდავი ვიდეორგოლი.

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ვიდეო გამოაქვეყნა. ის ორბიტალური აპარატის Mars Express-ის (HRSC) მიერ გადაღებული ფოტოებისგან არის დამონტაჟებული.

ვიდეორგოლი სამგანზომილებიანი ლანდშაფტის შესაქმნელად ტოპოგრაფიულ ინფორმაციას აერთიანებს. მას ფრენის ვიზუალიზაციისთვის სხვადასხვა წერტილიდან იღებდნენ.

82 კილომეტრი დიამეტრის და 2 კილომეტრი სიღრმის კოროლიოვის კრატერი ვრცელ, დიუნებიან ველ ოლიმპია უნდეადან სამხრეთით მდებარეობს. ის პლანეტის ჩრდილოეთ პოლარულ ქუდს აკრავს გარს. ის დათოვლილი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში კრატერი პირველყოფილი ყინულით არის სავსე.

შორეულ წარსულში პლანეტის ზედაპირს მასიური ციური სხეული შეეჯახა და უზარმაზარი ჩაღრმავება წარმოქმნა. მას ასტრონომები “ცივ ხაფანგს” უწოდებენ. ამ სიცარიელეში ყინულოვანი გუმბათი ამოიზარდა, რომელიც დაახლოებით 2200 კუბურ კილომეტრს ყინულს შეიცავს. შესაძლოა მასში მარსის მტვერიც იყოს შერეული. ეს მარსის ყველაზე დიდი არაპროპორციული ყინულის რეზერვუარია. და ეს ყინული არასდროს დნება.

ისევე, როგორც მშრალი ყინული დედამიწაზე, ყინული მარსზე დაბალი ატმოსფერული წნევის პირობებში მყარი მდგომარეობიდან გაზად გარდაიქმნება. ყინულის სტაბილურობაზე ტემპერატურაც მოქმედებს. ESA-ს მეცნიერები განმარტავენ, რომ ჰაერი ყინულის თავზე ცივდება და გარშემო არსებულ ჰაერზე მეტად მძიმდება, რადგან ჰაერი სითბოს ცუდი გამტარია, ყინულის გროვა ეფექტურად არის დაცული გათბობისგან და სუბლიმაციისგან.

კრატერს სახელი სერგეი კოროლიოვის პატივსაცემად დაერქვა – სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა კოსმოსში პირველი თანამგზავრისა და პირველი კოსმონავტის გაშვება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*