მარსმავალ Perseverance-ის ბორტზე 10 932 295 სახელი განათავსეს

NASA-მ დაასრულა პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა “გაგზავნე შენი სახელი მარსზე”.

NASA კომპანიის ფარგლებში, ყველა მსურველის პლანეტაზე საკუთარი სახელის გაგზავნას სთავაზობდა. ეს პროექტი მარსმავალ Perseverance-ს უნდა განეხორციელებინა. წინადადებას 11 მილიონი ადამიანი გამოეხმაურა.

სახელები ფრჩხილის ზომის, სამ კაჟის ჩიპზე ელექტრონული სხივით გადაიტანეს. ჩიპებზე ასევე გადაიტანეს NASA-ს კონკურსის “დაასახელე როვერის” ფინალისტების 150 თხზულება. შემდეგ ეს ჩიპები ალუმინის ფირფიტების მარსმავალზე დაამაგრეს.

სამი ჩიპი ანოდირებულ ფირფიტაზე, რომელზეც ლაზერული სხივით მარსი და დედამიწაა გამოსახული, სივრცეს ყოფენ. პლანეტები დაკავშირებულები არიან ვარსკვლავთან, რომელიც ორივეს სინათლეს აძლევს.

კორონავირუსის პანდემიამ Perseverance-ის გაშვების გრაფიკზე გავლენა ვერ იქონია. აპარატმა დედამიწა 23 ივლისს, რაკეტამატარებელ “ატლას-5” 541-ის საშუალებით უნდა დატოვოს. 2021 წლის 18 თებერვალს როვერი კრატერ ჯეზეროსთან უნდა დაეშვას. ტონაზე მეტი სიმძიმის მარსმავალმა მარსზე წარსული მიკრობული სიცოცხლის კვალი უნდა მოძებნოს, შეისწავლოს კლიმატი, გეოლოგია და დედამიწაზე უკან დასაბრუნებლად ნიმუშები უნდა შეაგროვოს.

710f323461c74bf7ae979c6a69157c57.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*