მაჩვზღარბამ მოკლა პითონი შიგნიდან

სამხრეთ აფრიკის ნაკრძალის ბინადარმა პითონმა საკუთარი ძალები ვერ გათვალა და გადაყლაპა მაჩვზღარბა მთლიანად. რეინჯერებმა გადაიღეს ფოტოები, რომლებშიც ჩანს თუ რა ხდება ამ დროს.

მაჩვზღარბით ნასადილევი პითონი აღმოაჩინეს ნაკრძალში Lake Eland Game Reserve–ში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აფრიკის პროვინცია კვაზული–ნატალში. 14 ივნისს ძალიან გაბერილი პითონი ერთ–ერთმა ტურისტმა შენიშნა, რომელიც ველოსიპედით სეირნობდა მთებში. მან ეს რეინჯერებს შეატყობინა და მათაც გადაწყვიტეს, რომ 4 მეტრიანმა გველმა ტრადიციული საკვები ჭამა. ჩვეულებრივ პითონები ნადირობენ საშუალო სიდიდის ცხოველებზე. მათი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ანტილოპას ნაშიერიც. ერთხელ ადგილობრივმა პითონმა 22 კილოგრამიანი ანტილოპა ორიბიც გადაყლაპა.

რამდენიმე დღის შემდეგ, 20 ივნისს, გაირკვა, რომ ამ პითონმა საკვები ვერ შეარჩია. გველი მკვდარი ნახეს ველოსიპედის ტრასის ახლოს. გაირკვა, რომ მის შიგნით მაჩვზღარბა იყო. შეჭმული ცხოველის მასა 13,8 კილოგრამი აღმოჩნდა. პითონის საყლაპავი ტრაქტი მთლიანად დაზიანებული იყო მისი ბასრი ეკლებით. გველი მაშინვე არ მომკვდარა: მან რაღაც მანძილი კიდევ იხოხა, გადავარდა კლდიდან და შემდეგ მოკვდა.

მეცნიერები გვამცნობენ, რომ მაჩვზღარბები ხშირად ხდებიან პითონების მსხვერპლნი. ჟურნალ Phyllomedusa Journal of Herpetology–ში გამოქვეყნებული იყო კვლევა, სადაც მაჩვზღარბები განიხილებოდნენ ქვეწარმავლების ნადირობის ობიექტებად. მაგრამ პრაქტიკულად ყოველთვის ანალოგიური შედეგით მთავრდება. მაჩვების ოჯახის მღრღნელები შემთხვევით არ არიან დაფარულები ეკლებით, რომელთა სიგრძე 40 სანტიმეტრამდე აღწევს.

dd81c6bb8dda94145da0d5d72d915a73

527035a04cfe91d277cb95c7a8e5496f

dd1ecf507fa4efbbc968a61cd9241749

da1c885e5ece182bc52eb030ab13cc9f

National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*