მერკურიზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ინგრედიენტები არსებობდნენ. შესაძლოა ისინი ახლაც არსებობენ

ადრე პლანეტა სიცოცხლისთვის საერთოდ შეუსაბამოდ ითვლებოდა.

1974 წელს ზონდმა “Mariner-10”-მა მერკურის ჩაუფრინა და კრატერებით დასერილი უჩვეულო ლანდშაფტი აღმოაჩინა. ახალი თეორიის თანახმად, ეს “ქაოტური ადგილმდებარეობა” მფრინავი ნივთიერებებით წარმოიქმნა – ეს არის ელემენტები და შენაერთები, რომლებიც ადვილად გადადიან გაზისებური მდგომარეობიდან თხევად ან მყარ მდგომარეობაში.

ათეულობით წლის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ ამ ლანდშაფტის სპეციფიკა ასტეროიდის დაცემის შედეგად არის გამოწვეული. ამ მოვლენამ წარმოშვა კალორისის აუზი. მაგრამ არიზონას პლანეტების მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარების ჯგუფი ამ ფაქტს სხვა ახსნას უძებნიან.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასტეროიდის მძლავრი შეჯახება კალორისის აუზის წარმოქმნას დროში არ ემთხვევა. კალორისის აუზი 2 მილიარდი წლით უფრო ადრე წარმოიქმნა, ვიდრე ლანდშაფტის ფორმირება ხდებოდა 1,8 მილიონი წლის წინ.

გარდა ამისა, ამ უბანზე არის ბევრი, უფრო მცირე კრატერის მსგავსი ობიექტი. მეცნიერები თვლიან, რომ ასეთი ლანდშაფტი ასტეროიდის დაცემის შედეგად ვერ წარმოიქმნებოდა.

მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუ შეჯახების დროს მომხდარი მიწისძვრების შედეგად ასეთი ლანდშაფტი წარმოიშვა, მაშინ ასეთი ობიექტები უბრალოდ ვერ შემორჩებოდნენ.

უფრო სარწმუნო ის სცენარია, რომ მაგმის ზემოქმედების შედეგად მერკურის ზედაპირზე მფრინავი ნივთიერებები გახურდნენ. შედეგად, ისინი გაზისებურ მდგომარეობაში გადავიდნენ, რის შემდეგ, ისინი პლანეტის სხვა ადგილას გადაადგილდნენ ან დაილექნენ კონდენსატის სახით, ან საერთოდ გაქრნენ პლანეტის ზედაპირიდან მზის ქარებისგან. ამ ნივთიერების უეცარი გაქრობა გახდა პლანეტის ზედაპირის ნგრევისა და იმ “ქაოტურ უბნად” გადაქცევის მიზეზი, რომელიც ახლა ფიქსირდება.

როგორ შეიძლება ეარსება მფრინავ ნივთიერებებს პლანეტაზე, რომლის ტემპერატურა დღისით +430°C-ია, ხოლო ღამით -180°C-ია.

მეცნიერები თვლიან, რომ თუ პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა ასე მერყეობს, ზედაპირის ქვეშ ამპლიტუდა უფრო ნაკლები უნდა იყოს და ტემპერატურაც უფრო “რბილია”. არის ვარაუდი, რომ მერკურის ქერქის ნაწილში რაღაც წყალი უნდა წარმოშობილიყო.

თუ მერკურის ლანდშაფტის თავზე მართლა არსებობენ მფრინავი ნივთიერებები, ეს გასაოცარი აღმოჩენა იქნება, რადგან ასეთი შენაერთები, განსაკუთრებით წყალი, სიცოცხლის წარმოშობაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თუ სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები, თუნდაც მცირე ხნით არსებობდნენ აქ ქაოტურ ადგილას, მაშინ ახლაც შეიძლება არსებობდეს პრებიოტიკური ქიმიის ან ელემენტარული სიცოცხლის კვალი.

7ea0ff3001ed45088c4c81c92e0ccf66.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*