მერკურიზე ყინულის გიგანტური მარაგი აღმოაჩინეს

ავტომატური საპლანეტაშორისო სადგურ MESSENGER –ის ფოტოების ანალიზით NASA–ს მეცნიერებმა მერკურიზე ყინულის მარაგები აღმოაჩინეს, როგორც მსხვილი ისე მცირე ზომის კრატერებში.

მერკური დაახლოებით 58 მილიონი კილომეტრით არის მზისგან დაშორებული, ვარსკვლავის გარშემო სრული ბრუნი 88 დედამიწის დღე–ღამეა. იგი მიეკუთვნება დედამიწის მსგავს პლანეტების ჯგუფს და თავისი ფიზიკური მახასიათებლებით მთვარეს ჰგავს. მერკურის არ ჰყავს ბუნებრივი თანამგზავრები, მაგრამ აქვს ძალიან გაიშვიათებული ატმოსფერო და მსხვილი რკინის ბირთვი, რომელიც პლანეტის მოცულობის 83%–ს შეადგენს და გიგანტური ველის წყაროა.

ჯერ კიდევ 2011 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ცენტრი პლანეტის ცენტრში კი არ მდებარეობს, არამედ გადაადგილებულია ჩრდილოეთით. მერკურის პოლუსები მზის ქარის ნაწილაკების სხვადასხვა რაოდენობას ღებულობენ. ამის და ვულკანური აქტივობის ნაკვალევის გათვალისწინებით, მეცნიერებმა ივარაუდეს გაყინული წყლის არსებობა მერკურის პოლუსების ღრმა კრატერებში. პლანეტის პერმანენტულად ბნელი პოლუსები ყინულის წარმოშობისთვის ხელსაყრელი გარემო აღმოჩნდა.

MESSENGER–ის მიერ გადაღებული ფოტოგრაფიების გამოყენებით მეცნიერები მსხვილ და მცირე ზომის კრატერებს შეისწავლიდნენ. მიიჩნეოდა, რომ პლანეტის ზედაპირზე ყინული მხოლოდ დიდ კრატერებში არსებობს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ მრავლად არის მცირე ზომის კრატერებშიც. თუ შევაჯამებთ მერკურის გაყინული წყლის მარაგებს, საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვი გამოვა.

მხოლოდ სამი უმსხვილესი კრატერის ყინულის საფარის საერთო ფართობი არა უმცირეს 4000 კმ²–ია. უფრო მეტი გაყინული წყალია კრატერების გარშემო გრუნტის ქვეშ, ასევე 5 კილომეტრის დიამეტრის შავ კრატერებში მერკურის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე.

პლანეტაზე ყინულის ასეთი გიგანტური მარაგების წყარო კი კვლავ გამოცანად რჩება მეცნიერებისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*