მერკურისკენ გაგზავნილმა ზონდმა ვენერა ახლო მანძილიდან გადაიღო

სამწუხაროდ აპარატი ვერ უპასუხებს კითხვას – არის თუ არა პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნები.

ზონდმა BepiColombo-მ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) და იაპონურმა აეროკოსმოსური კვლევების სააგენტომ (JAXA) ერთობლივად მოახდინეს ვენერასთან ახლოს შემოვლა და ფოტოების გადაღება. ESA-მ ეს ფოტოები ერთ ვიდეოში მოაქცია. ეს არის 64 გამოსახულების სერია, რომელიც 65 წუთის განმავლობაში გადაიღო Mercury Transfer Module-ის კამერამ ვენერასთან 10 720 კილომეტრის მანძილზე მიახლოებისას.

სურათებს დამუშავება მოუწიათ, რადგან ვენერა იმდენად კაშკაშა იყო, რომ ფოტოგრაფიები ძალიან მკვეთრი გამოვიდა. ზონდი BepiColombo მერკურისკენ მიემართება. გზაზე ის ვენერას გარშემო ორ გრავიტაციულ მანევრს შეასრულებს. ახლანდელი მიახლოება რიგით პირველი იყო, შემდეგი მიახლოება კი 2021 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.

ვენერასთან მიახლოებისას მოწყობილობები პლანეტის ატმოსფეროს მონაცემებს იღებენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფოსფინის აღმოჩენა – ეს არის ბიომარკერი, რომელიც ცოტა ხნის წინ სენსაციად იქცა – ის ვენერას ღრუბლების ზედა შრეებში იპოვეს.

კიდევ ერთმა მოწყობილობამ – მერკურის გამა და ნეიტრონული სპექტრომეტრმა უნდა შეამოწმოს ვენერას ატმოსფეროში წყლის ორთქლის არსებობა. BepiColombo დედამიწიდან 2018 წელს გაუშვეს. გეგმის მიხედვით მერკურის სტაბილურ ორბიტაზე ის 2025 წლის დეკემბერში უნდა გავიდეს.

მერკურის ატმოსფეროში შეღწევის შემდეგ, 4,1 ტონიანი კოსმოსური აპარატი პლანეტის ზედაპირის და მიმდებარე სივრცის შესწავლას დაიწყებს, შეაფასებს მერკურის გეოლოგიურ ისტორიას, გააანალიზებს მაგნიტური ველის წარმოშობას.

მისიის პროგრამაშია, ასევე, წყალბადის შემცველი ნაერთებისა და პოლარულ უბნებში წყლის ყინულის გავრცელების რუკების შედგენა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*